Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი „ქართული ღვინის გზამკვლევი 2023-2024“

გაზაფხულზე მალხაზ ხარბედიას „ქართული ღვინის გზამკვლევის“ მეექვსე, განახლებული და შევსებული გამოცემა გამოვა.

ეს პერიოდული გამოცემა უკვე ტრადიციად იქცა, იგი პირველად 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა („ქართული ღვინის გზამკვლევი 2012“) და მას შემდეგ 2013, 2014, 2016 და 2018 წლის გამოშვებებიც მოჰყვა.

აქამდე წიგნი ორენოვანი იყო (ქართული და ინგლისური) და იგი უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურ ქართულ საგამომცემლო პროექტს წარმოადგენს ღვინის სფეროში. წლების განმავლობაში „ქართული ღვინის გზამკვლევი“ განსაკუთრებით საინტერესო უცხოელი პროფესიონალებისთვის და მოყვარულებისთვის გახდა და მას უკვე კარგად იცნობენ უცხოელი ღვინის სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და ენთუზიასტები, ქართული ღვინით დაინტერესებული მომხმარებელი. წიგნს დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და გზამკვლევში შესული ინფორმაციით უკვე სარგებლობს მსოფლიოს არაერთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა, რომლებიც ამზადებენ მიმოხილვით ან ანალიტიკურ წერილებს ქართული ღვინის ისტორიის და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. წიგნი ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას ემსახურება, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

2012 წელს „ქართული ღვინის გზამკვლევი“ ჩინურ ენაზეც გამოიცა, 2020 წელს კი გერმანულად. წლევანდელი გამოცემა ინგლისურენოვანი იქნება.

წიგნის ავტორი „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედიაა.

ახალი, 2023-2024 წლების „ქართული ღვინის გზამკვლევი“ სრულიად განსხვავებული ფორმატით გამოვა. იგი 5 ცალკეული სეგმენტისგან შედგება. ესაა 3 წიგნი (ქართული ღვინის გზამკვლევი, ქართული ღვინის ტურიზმი, ქართული ღვინოების დახასიათებები), საქართველოს ღვინის რუკა და სასაჩუქრე ბლოკნოტი, ე.წ. Wine Diary, სადაც მკითხველს თავისი შთაბეჭდილებების ჩანიშვნა შეეძლება.

პირველ წიგნში (ქართული ღვინის გზამკვლევი) ტრადიციულ რუბრიკებს შეხვდებით:

- ქართული ღვინის ქრონიკა (ისტორია)

- ქართული ვაზის ჯიშები

- ქვევრის ღვინო

- რეგიონები და ღვინის რუკები

- ქართული ღვინო დღეს

- მოსავლის წლების მიმოხილვა

- ადგილწარმოშობის დასახელებები

- ქართული ღვინის კლასიფიკაცია

მეორე წიგნი (ქართული ღვინის ტურისტული გზამკვლევი) შემოგთავაზებთ ამომწურავ ინფორმაციას ღვინის ტურისტული კერებისა და ქართული ღვინის კომპანიების შესახებ: მისამართებს, მომსახურებას, აღწერებს, ინფორმაციას ღვინის მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების შესახებ, ორგანიზაციების საკონტაქტოებს. წიგნში ასევე განთავსდება ქართული ღვინის კომპანიებისა და მარნების ვრცელი საინფორმაციო გვერდები.

მესამე წიგნში (ღვინის დახასიათებები) შევა 200-მდე ქართული ღვინის დახასიათება, რომელიც მოიცავს ქართული ღვინის ყველა კატეგორიას, ცრიალა ღვინიდან და პეტნატიდან დაწყებული - შემაგრებული ღვინოებით დამთავრებული.

მეოთხე და მეხუთე სეგმენტებია საქართველოს ღვინის რუკა და ღვინის ბლოკნოტი, დღიურებისთვის და ჩანაწერებისთვის.

„ქართული ღვინის გზამკვლევი 2023-2024“ აპრილის თვეში გამოვა და იგი წიგნისა და ღვინის მაღაზიებში გაიყიდება. გამოცემის ნაწილი გავრცელდება უფასოდ.

P.S. გამოცემაში მონაწილეობის მიღების მსურველები (რეკლამა, საინფორმაციო გვერდები, ინფორმაციის განთავსება, ღვინის დახასიათება და ა.შ.) დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598 308 688.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



გამარჯობა, 19 იანვარს ბერლინში"მწვანე კვირეულის" გამოფენაზე საქართველოს სახელით წარმოვადგენთ ჩვენს სპირტიან სასმელებს და ღვინოებს, მეტი ინფორმაციისთვის მსურს გასაყიდად შევიძინო ქართული ღვინის გზამკვლევი, თუ გაქვთ 2020 წლის გერმანული გამოცემა დარჩენილი " Georgische Weinführer" , თუ არა და ინგლისურ ენაზე 2018 წლის. გთხოვთ მომწერეთ ფასი და თუ არის შესაძლებელი პირადად მოსვლა და წამოღება პატივისცემით კახი გურიელი შპს მაისტერბრაუ თბილისი +49 17668550911


სალამი კახი, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. მემგონი უნდა იყოს დარჩენილი გერმანული 2020-ის გამოცემა. თუმცა აუცილებლად გირჩევთ ახალ 2024-2025 წლების 5 წიგნიან გამოცემასაც. დაუკავშირდით გამომცემელს, შალვა ჩუბინიძეს ამ ნომერზე: 577 579911.

კიდევ ერთხელ მადლობა დაინტერესებისთვის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული