Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

5 რჩევა ღვინის დამწყებ კოლექციონერებს

კოლექციონერობა უამრავი ადამიანის ჰობია. ინტერესთა სფერო შეუზღუდავია  - ზოგი მარკებს აგროვებს, ზოგი ასანთის კოლოფებსა თუ მისალოც ბარათებს, მაგრამ არცთუ იშვიათად შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სასმლის შეგროვებით არიან გატაცებულნი. ჩვენ შევეცდებით რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მოგცეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევარჩიოთ და შევინახოთ საკოლექციო სასმელი.

1. არ დაივიწყოთ იმის გათვალისწინება, თუ რომელი ღვინოები ძველდება კარგად. იმისთვის, რომ კარგად და ლამაზად “დაბერდეს”, ღვინოს ორი რამ სჭირდება - პოტენციალი (რადგან ცუდი ღვინო, რამდენი წელიც არ უნდა ელოდოთ, კარგი ვერ გახდება) და მჟავიანობა, რადგან სწორედ ის ინარჩუნებს ღვინის სტრუქტურას. უაზროა ფულის დაბანდება იმ ღვინის კოლექციონერობაში, რომელიც ახალგაზრდობაშივე უნდა შეისვას. ასეთია, მაგალითად, ბოჟოლეს უმრავლესობა.

2. წინდაწინვე იზრუნეთ ღვინის შესანახ ადგილზე. უმჯობესია, უკვე შეძენილი ბოთლებისთვისაც გქონდეთ საკმარისი ადგილი და იმ ღვინოებისთვისაც გაითვალისწინოთ სივრცე, რომლებსაც მომავალში შეიძენთ. ბევრი დამწყები კოლექციონერი დგება ადგილის პრობლემის წინაშე, რადგან კოლექციისთვის განკუთვნილი თაროები სულ რამდენიმე თვეში ივსება ბოთლებით. ძალზე  მნიშვნელოვანი მომენტია აგრეთვე  ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება. თუ ნამდვილი სარდაფი არა, ღვინის კოლექციისთვის სპეციალური კარადა მაინც დაგჭირდებათ.
3. მოაწყვეთ სპეციალური კუთხე იმ ღვინოებისთვის, რომლებსაც ადვილად შეელევით. ბევრი კოლექციონერი, რომელიც ამ რჩევას არ ითვალისწინებს, იძულებულია, გულისა და ჯიბისთვის მეტად ძვირფას ღვინოს შეელიოს, რადგან ოჯახის წევრები მათ ხშირად გულწრფელად,  ისე, რომ საკუთარ დანაშაულს არც კი გრძნობენ, უტყდებიან ხოლმე, რომ “მხოლოდ ერთი ბოთლი აიღეს...” გონიერი კოლექციონერები სპეციალურად აწყობენ ისეთ კუთხეს, სადაც შედარებით იაფფასიანი ღვინის ბოთლები აქვთ გამოფენილი, რათა ღვინის მოპარვის მსურველთა ვნებებიც დააკმაყოფილონ.

4. ნუ ეცდებით დამოუკიდებლად შეიძინოთ სახელგანთქმული ღვინის ვინტაჟები. სპეციალური მომზადებისა და საქმეში ჩახედული ხალხის რჩევის გარეშე ამით ნუ დაკავდებით. უმჯობესია, ძვირფას ღვინოებში კაპიტალდაბანდება სპეციალისტების დახმარებით აწარმოოთ - ღვინოში ინვესტირება სრულიად განსხვავებული თამაშია, რომელშიც ახალბედა ვერასოდეს მოიგებს.

5. შეიძინეთ ის ღვინოები, რომლებიც თავად მოგწონთ და გაინტერესებთ. ღვინის კოლექციონერობის საწყის ეტაპზე ბევრი წითელ ღვინოებზე ჩაიხვევს ხოლმე, თუმცა, ჩვეულებრივ, ცხოვრებაში თეთრ ღვინოს ანიჭებს უპირატესობას. თქვენი კოლექცია ხომ პრიალა ჟურნალის ყდაზე მოსახვედრად არ გროვდება, მისი მთავარი დანიშნულება მფლობელისთვის სიამოვნების მოტანაა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.