Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელები ყველაზე მეტს სვამენ ევროპაში

ევროპული სოციოლოგიური ბიუროს ,,ევრობარომეტრის” მონაცემებით, ევროპელთა შორის ყველაზე მეტს ბრიტანელები სვამენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე ბრიტანელი გალოთების პირასაა - ისინი ზომაზე მეტ ალკოჰოლს ღებულობენ. გამოკითხულ ბრიტანელთა 43% დღის განმავლობაში ერთი ან ორი სახეობის, 24% კი სამი-ოთხი სახეობის ალკოჰოლურ სასმელს სვამს. ევროპის მსმელ ხალხთა შორის დასახელდნენ აგრეთვე: ირლანდიელები, რუმინელები, გერმანელები და ავსტრიელები. ამ გამოკითხვით გამოვლინდენ აგრეთვე ყველაზე ფხიზელი ხალხები: პორტუგალიელთა 42% ამტკიცებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთი ფუჟერი სპირტიანი სასმელიც კი არ დაულევია. იტალიელებში ეს მაჩვენებელი 39%-ს შეადგენს, უნგრელებში 35%-ს, მათ მხოლოდ სამი ერთეულით ჩამორჩებიან ესპანელები. ფრანგებს, შვედებსა და დანიელებს შესაბამისად 17%, 10% და 7% ერგოთ.


© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული