Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გლობალური ღვინის ბაზრის რყევები: ფასების შემცირება და მეღვინეთა მოლოდინები

ბოლო თვეების განმავლობაში ღვინის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, რაც Liv-ex (london International Vintners Exchange-ის) მიერ მოწოდებულ მონაცემებშიც ჩანს. სექტემბრის დასაწყისში, ბაზარზე მცირე სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა, რაც აგვისტოს მეორე ნახევარში ვაჭრობის მოცულობის ზრდამ გამოიწვია, თუმცა ეს არსებულ რეალობას მკვეთრად არ ცვლის.

 მიუხედავად ამისა, სექტემბრის მაჩვენებლებმა მკვეთრი ვარდნა აჩვენა, რაც კიდევ ერთხელ მკაფიოს ხდის, რომ ღვინის ინდუსტრიას ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ელის. ამ სტატიაში განვიხილავთ ბოლო მოვლენებს, ღვინის ინდუსტრიისა და ბაზრების ტენდენციებს, ასევე იმ შესაძლო პერსპექტივებს, რომლებიც მყიდველებსა და გამყიდველებს ამ რთულ პერიოდში უჩანთ.

Liv-ex-ის მონაცემებით, აგვისტოს მეორე ნახევარში ღვინის ვაჭრობის ზრდა დაფიქსირდა, რაც მეღვინეებისთვისა და საწარმოებისთვის ძალიან დამაიმედებელი იყო – ამ თვეში ვაჭრობის ღირებულების 55.0% სწორედ აგვისტოს მეორე ნახევარში დაფიქსირდა. მსგავსად, 9.8% და 9.9%-ით გაიზარდა ბაზარზე უნიკალური ბრენდებისა და ღვინოების რაოდენობა ისევ აგვისტოს თვეში. თუმცა, გასულ კვირას უახლესი მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. Liv-ex 100 აკონტროლებს 100 საუკეთესო ღვინოს, რომლებიც მეორად ბაზარზე იყიდება ( პირველადი შეძენის შემდეგ). გასულ თვეში ამ ღვინოების საერთო ღირებულება 1.7%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ფასი გაიაფდა. თუმცა, მიუხედავად ფასების ვარდნისა, ვაჭრობის მოცულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა თვეში. პრობლემა ისაა, რომ მეტი ღვინო გაიყიდა, მაგრამ საერთო შემოსავალი შემცირდა, რადგან ღვინო მეტად იაფად იყიდება.

ამასთანავე, Liv-ex Fine Wine 50 მსოფლიოს 50 ყველაზე მოთხოვნად და რჩეულ ღვინოს ადევნებს თვალს. მათი ღირებულებაც შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელთან შედარებით ფასები მკვეთდრად იკლებს. გარდა ამისა, Rest of the World 60-ის ქვეინდექსში ღვინოების ორი მესამედი დავარდა, მათ შორის ამერიკული ღვინოები – განსაკუთრებით Screaming Eagle და Opus One. 

მიუხედავად ამისა, Bordeaux Index-ის წარმომადგენელი Matt O’Connell აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში, მიუხედავად ფასების 12-18 თვიანი თანდათანობითი ვარდნისა, გარკვეული სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა ბაზრის აქტივობა “ეჭვგარეშეა, რომ მაინც ისეთი აღარ არის და ფასების მნიშვნელოვანი ზრდისთვის აუცილებელია აქტივობის ზრდა, მეტი ვაჭრობა და მეტი მოთხოვნა. 

ღვინის ზოგიერთმა კატეგორიამ სავარაუდოდ მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს. ეს მოიცავს მაღალი კლასის შამპანურს და ბორდოს  2009 და 2010 წლების ღვინოებს. ბურგუნდიის საუკეთესო ღვინოებიც კი, როგორიცაა DRC, რუსო და რუმიე, როგორც ჩანს, დაბალ საფასო ნიშნულს მიუახლოვდა, ახლა ეს ღვინოები 30-40%-იანი ფასდაკლებით იყიდება და ბევრად ნაკლებია, ვიდრე მათი მაღალი ფასები რამდენიმე წლის წინ.

Wine Lister ამტკიცებს, რომ ზოგადად ბაზარი ფასების სტაბილიზაციის ნიშნებს აჩვენებს, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ “ეს ყველა რეგიონსა და ღვინოს არ ეხება”. en primeur-ის ფასებმა უარყოფითად იმოქმედა ბორდოს ვენახების ახალი წლის გაყიდვებზე: “წარმოუდგენელი იქნება, თუ ტოპ პირველი კატეგორიის ღვინოებისა და შამპანურის ფასები კიდევ 35%-ით დაეცემა მომდევნო 18 თვის განმავლობაში. როგორც ყოველთვის, ღვინის ბაზარი უდავოდ გრძელვადიანი თამაშია – ციკლური და ძლიერად დამოკიდებული მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე. მიუხედავად იმისა, რომ აბსურდული იქნება განვიხილოთ, როგორ განვითარდება მოვლენები სრული გაურკვევლობის პირობებში, სავარაუდოდ, ყველაზე რთული პერიოდი სწორედ ეს არის” - ამბობს კომპანია wine lister.

ხალხი იწყებს საუბარს ლუარის რეგიონიდან დახვეწილი ღვინოების მზარდი პოპულარობის შესახებ. ამას აჩვენებს ის ფაქტი, რომ ლუარის უფრო მეტი მწარმოებელი წარმოდგენილია ბრიტანეთში ღვინის საუკეთესო გამყიდველებით. მაგალითად, ცნობილი კომპანია, სახელად Berry Brothers and Rudd, ამ თვეში სთავაზობს ლუარის ღვინოების საინტერესო არჩევანს. გარდა ამისა, ზოგიერთი სხვა რეგიონი, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია, როგორიცაა Jura და ნაკლებად ცნობილი ტერუარები ბურგუნდიაში, შეიძლება უფრო პოპულარული გახდეს, რადგან მყიდველები იაფ ღვინოებს ეძებ. ყველაფრის ფასი კი ახლა მართლაც ძალიან დაბალია. 

Liv-ex-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა რობი სტივენსმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ფასების შემცირება გაცილებით მეტად მძიმე იყო, ვიდრე ბაზარს ბოლო ორი წლის განმავლობაში უნახავს. ორი წლის მანძილზე ფასები ნელ-ნელა 1%-ით და 2%-ით მცირდებოდა, თუმცა ახლა ყველაზე სწრაფ და მკვეთრ შემცირებას ვხედავთ, რაც ერთ კონკრეტულ ფაქტორს უკავშირდება: “ამ სიტუაციის შესაცვლელად “შოკია” საჭირო, გამყიდველებმა აღმოაჩინეს, რომ თუ მათ ღვინის გაყიდვა სურთ, ფასები უნდა შეამცირონ, რაც თავის მხრივ მყიდველებსაც ძალიან უხარიათ. ეს სურათი შესაცვლელია და მწარმოებლებს აქვთ გასაცნობიერებელი, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება, თუ რომელიღაც ეტაპზე არ შეჩერდა”. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com



აი ამის გამო უნდა ღირდეს ქართული ღვინო ძვირი!!! მშვენიერი ანალიზია, იმედი მაქვს აწი მაინც შეიგნებენ ქართველი მეღვინეები რომ ღვინო 10 ლარად არ უნდა გაყიდონ


სხვათაშორის 10 კი არა 30 ლარიც იაფია ჩემი აზრით


ასეთ სტატიებს ვინღა კითხულობს. მაგიტომაცაა რომ ასეთი სურათი გვაქვს


კარგი მოკლე ანალიზია. ასეთი სტატიები, კარგი იქნება, ქართულ ბაზარზეც გააკეთონ ჟურნალისტებმა. ერთი ტენდენცია, მაგალითად, რაც თბილისის ბარ-რესტორნებში შეინიშნება, ისაა, რომ წითელი ღვინოების გაყიდვები იკლებს და თეთრების მატულობს, წინა წლებთან შედარებით. იგივეს ამბობენ ექსპორტიორი მარნები, რომ ევროპაშიც ასეა. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცით.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.