kvevri - 1 თებერვალი, 2013 - 22:23
მე თითქმის ყოველ წელს ვაყენებ გორულ მწვანეს მცირე რაოდენობით. გალავანში ვიცნობ ერთ კარგ პაპას და იმისგან ვყიდოლობ-ხოლმე ყურძენს. ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიმეორებ, რომ ჩემთვის გორული მწვანე აღმოჩენა იყო, როდესაც მე ეს ჯიში პირველად დავაყენე დაახლოებით 15 წლის წინ. ერტ რამეს დავაკვირდი და მივხვდი, და უნდა ვთქვა, რომ მას მერე არაფერი შეცვლილა. სანამ არ გამოზაფხულდება, ანუ სანამ ღვინო ზამთარ-გაზაფხულს არ გაივლის რაღაც ვერ არის თავის გუნებაზე და ზაფხული რომ მოუწევს მერე ფრთები ამოსდის-ხოლმე. გასაოცარია პირდაპირ... მთელი ზამთარი და გაზაფხული სინჯავ, სინჯავ და ფიქრობ, რომ ნამდვილად შესცდი კაცი ეს ჯიში რომ დააყენე, მაგრამ აი მოვა ზაფხული და იტყვი: ე რა მივქარე, რო ამ ჯიშზე ეგრე ალმაცერად ვფიქრობდიო...
გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთმა ჩვენმა თვალსაჩინო ე.წ. ღვინის კომპანიამ ე.წ. მანავის მწვანე ჩამოასხა ამ რამდენიმე წლის წინ. მერე მიხვდა, რომ მთლად მანავის მწვანე ვერ გამოუვიდა, გადააძრო ბოთლებს ეტიკეტები და გორული მწვანე დააწერა... ვწუხვარ, მაგრამ სიმართლეა. და მაგ სიმართლით იარონ მაგათმა და მაგათნაირებმა.
მოკლედ გორული მწვანე უძლიერესი ჯიშია!
kvevri - 31 იანვარი, 2013 - 11:34
ხოდა აბა რა მაგის პასუხია, მაგრამ ერთი თვის წინ გავხსენი ჩემი 10 წლის წინ გამოხდილი და მუხის კასრში დაყენებული ჭაჭა. არ ვიცი რა ვთქვა, ნეტავ აქამდე გამესხნა, თუ ნეტავ რატომ გავხსენი... ჰოი სრულქმნილებავ!!!
მალხაზ ხარბედია - 29 იანვარი, 2013 - 12:58
იხ. გადაცემის მეორე ნაწილში.
Anonymous - 29 იანვარი, 2013 - 11:08
არადა მე სულ ვეძებდი პირველ ნაწილს. ნეტა რომელი უნდა იყოს მეთქი. დანამდვილებით იცით რომ ამპელოგრაფია ამ წიგნის პირველი ნაწილია?
მალხაზ ხარბედია - 28 იანვარი, 2013 - 22:24
პროფესიული სასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა! განსაკუთრებით ჩვენნაირი ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნისთვის.
ვაკო - 28 იანვარი, 2013 - 20:00
აუცილებელია არა მარტო უმაღლესი სასწავლებელი, არამედ ასევე პროფესიული სასწავლებლებიც, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება მევენახეობა-მეღვინეობის მეცნიერულ დონეზე შესწავლა.
მალხაზ ხარბედია - 27 იანვარი, 2013 - 15:48
:) კი ბატონო, აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონია.
http://en.wikipedia.org/wiki/Russian_River_Valley_AVA
მალხაზ ხარბედია - 26 იანვარი, 2013 - 13:16
გამოიცა, თუ არ ვცდები, დიდი ნაწილი ალბათ საჩუქრებად დარიგდა.