Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ობამასათვის შეკვეთილმა “კალიფორნიულმა შამპანურმა” ფრანგები აღაშფოთა

ამერიკის შეერთებული შტატების მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას 21 იანვრისათვის დაგეგმილ ინაუგურაციას მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. თუმცა სამზადისს უხმაუროდ არ ჩაუვლია - საზეიმო ვახშმის მენიუმ ფრანგი მეღვინეები აღაშფოთა. საპრეზიდენტო წვეულებისათვის თითქოსდა შესაფერი მენიუ შეარჩიეს – ორთქლზე მოხარშული ასთაკვები, გრილზე შემწვარი ბიზონის ხორცი, ვაშლის ღვეზელი და... კალიფორნიული შამპანური Korbel. მენიუში სწორედ შამპანურად მოხსენიებულმა ამ სასმელმა დაუკარგა ფრანგებს მოსვენება. “შამპანურს მხოლოდ შამპანში ასხამენ,” – განაცხადა შამპანურის ამერიკული ბიუროს დირექტორმა სემ ჰეიტნერმა. მართლაც, შამპანურად მოიხსენიება მხოლოდ ის ცქრიალა ღვინო, რომელიც საფრანგეთში, შამპანში მზადდება. ალბათ, იფიქრებთ, ფრანგები ზღვარს გადავიდნენო, მაგრამ ევროპელები ხომ მეტად უფრთხილდებიან თავიანთ ტრადიციულ საკვებსა თუ სასმელს და მზად არიან სახელის დასაცავად ნებისმიერ ღონეს მიმართონ. ამის მაგალითია არა მხოლოდ შამპანური, არამედ იტალიური ყველი პარმეზანი (პარმიჯანო): ამ სახელით შეიძლება მოვიხსენიოთ მხოლოდ ის ყველი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში, პარმას, რეჯო-ემილიასა და მათ გარშემო პროვინციებში მზადდება. 2006 წელს აშშ-მა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ამერიკელ მწარმოებლებს აეკრძალათ თავიანთ შუშხუნა ღვინოებს “შამპანური” უწოდონ. თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება Korbel-ის მსგავს კომპანიებზე, რომლებმაც თავიანთ ღვინოებს “შამპანური” 2006 წლამდე დაარქვეს.

© ღვინის კლუბი/Weekend



ფარგი მეღვინეები კარგია!


:)))



Russian River Valley??:)


:) კი ბატონო, აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის რეგიონია.

http://en.wikipedia.org/wiki/Russian_River_Valley_AVA

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.