Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კიდევ ერთი ექსპერტი საქართველოში

მეღვინეობის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებას და ქართული ღვინისათვის ალტერნატიული ბაზრების მოძიებას მეღვინეებთან ერთად საქართველოს მთავრობაც ცდილობს.

ამ მიზნით მთავრობამ ქვეყანაში ღვინის ცნობილი ექსპერტი ფედერიკ ბლუმი მოიწვია, რომელიც ღვინის სადისტრიბუციო კომპანიის „სოლერას“ მფლობელია და სკანდინავიის ბაზრის 40%-ს აკონტროლებს. ექსპერტის ვიზიტის მიზანი საექსპორტოდ ქართული ღვინოების შერჩევაა, რადგან სკანდინავიის ქვეყნებში ღვინის ბაზარზე საწელმწიფო მონოპოლიაა და იქ იმპორტისთვის მისაღებ პროდუქციას სპეციალური ტენდერით არჩევენ.
 
ბლუმს საქართველოში „თელავის ღვინის მარნის“, „თელიანი ველის“, „ქინძმარაულის“, “ჯივიესის“ და „ბადაგონის“ ღვინოები გაასინჯეს. მოწონებულ ნიმუშებს ფედერიკ ბლუმი ექსპერტიზისათვის ნორვეგიაში წაიღებს, შეკვეთებს კი მოგვიანებით გამოაგზავნის.
 
რადიო კომერსანტი
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული