Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ნატურალური ღვინოები საფრანგეთში

29 იანვარს ქართველი მეღვინეები საფრანგეთში გაემგზავრნენ საერთაშორისო მასშტაბის ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. პირველი მათგანი გამოფენაა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ანჟეში (Angers), სასტუმრო Les Penitentes–ში ჩატარდება 31 იანვარსა და 1 თებერვალს. ამ ღონისძიებაში ქართველი მეღვინეები, იაგო ბიტარიშვილი, ნიკი ანთაძე, ჯონ ვურდემანი („ხოხბის ცრემლები“) და ჯონ ოქრუაშვილი („ოქრო ღვინო“) უკვე მესამე წელია, რაც მონაწილეობენ.   

1-2 თებერვალს ქართული ღვინო მეორე, უფრო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა La Dive Bouteille, დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ახალი წლიდან  ერთი თვის თავზე იმართება სომიურში (Saumur). აქ თავს იყრის მსოფლიოში ნატურალური ღვინის მწარმოებელთა და მოყვარულთა დიდი ოჯახი. ღონისძიებაში ქართულმა ქვევრის ღვინომ უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი. ეს ფესტივალის ვებ–გვერდიდანაც ჩანს, სადაც ვკითხულობთ: „ეს ოჯახი ყოველწლიურად იზრდება და აერთიანებს ყველას, მოტივირებული ყმაწვილებიდან შედარებით მორიდებულ ან მივიწყებულ მეღვინეებამდე, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ამერიკელი ბიძიები, აფრიკელი ბიძაშვილები, ქართველი წინაპრები, ანდა, სულაც, იტალიელი ძმები“. 

წლევანდელ La Dive Bouteille -ზე გაიმართება დოკუმენტალისტ ფილიპ განიეს (Phillipe Gasnier) ფრანგულენოვანი ფილმის - „ღვინის სათავეებთან“ -  პრემიერა. ფილმი ეხება საქართველოში მეღვინეობის უძველეს ტრაციციას, ქართველ და ფრანგ მეღვინეებს, ვინც ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს მისდევს. 

საფრანგეთში ღვინის გამოფენა-ფესტივალებზე ნატურალისტი მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი წარდგება  ქვევრის ჩინურით, რომელმაც უკვე სახელი გაითქვა მსოფლიოში და 2015 წლის დასაწყისში პოპულარული გამოცემების (Forbes, The New York Times) ინტერესის ფოკუსში მოექცა. არანაკლები აღიარებით სარგებლობს „ხოხბის ცრემლების“ ორგანული ღვინოები, რომელთა საკმაოდ მრავალფეროვანი შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი გამოფენებზე. კომპანია „ოქრო ღვინოც“ ღონისძიების მონაწილეებს შესთავაზებს ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებულ რქაწითელსა და საფერავს, ნიკი ანთაძე კი - უკვე საკმაოდ სახელმოხვეჭილ  რქაწითელსა და მწვანეს, რომელიც ყოველთვის გამორჩეული სიმპათიით სარგებლობდა მსოფლიოში ღვინის ექსპერტთა და სომელიეთა შორის - გავიხსენოთ ანთაძის 2008 წლის მწვანის ჯენსის რობინსონისეული უმაღლესი შეფასება.

მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართველი მეღვინეები არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში წარმოადგენენ საქართველოს. ეს კი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო  ასპარეზზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული