Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ყველისა და ღვინის შეხამების შესავალი

მალხაზ ხარბედია

ეს საკითხი უკვე დიდი ხანია დგას დღის წესრიგში და მემგონი დადგა დრო დავიწყოთ ამაზე საუბარი.

მოგეხსენებათ, თუშური ცხვრის (გუდის) ყველი ნამდვილი მარგალიტია ქართული ყველების რიგში, ამიტომ პირველ რიგში იგი უნდა ვიგულისხმოთ ღვინოსთან შესახამებლად, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ცხვრის (გუდის) ყველი და ყველაზე სახელოვანი ქართული ღვინოები, ორივე აღმოსავლეთქართული მოვლენებია. გუდასნაირ დავარგებულ ყველებთან კარგია კახური ტიპის თეთრი ღვინოები, ტრადიციულად დაყენებულ, ქვევრში. საუკეთესო რა თქმა უნდა კარდენახული წარაფია, ასევე ტიბაანური, მაგრამ არც ბაკურციხის, ანაგის ან ხირსას რქაწითლები არიან ჯაბანნი. ასევე ახმეტური, მთისპირებში მოწეული რქაწითელი, მწვანე და ქისი, თელავური და ყვარლური რქაწითელი...

ამ ყველთან ზოგიერთი მხარის საფერავიც ძალიან კარგია, მაგალითად ნაფარეულის, ყვარლის საფერავი. ალაზნის მარჯვენა ნაპირის, ანუ გურჯაანის საფერავებიც წავა ყველაზე გამორჩეულ გუდებთან.

მაგრად დაობებულ დამბალხაჭოსთანაც კარგია საფერავი, მანავური მწვანე კი წესით ე.წ. ძროხის გუდას უნდა მოუხდეს, გარეკახეთში იციან ხოლმე ასეთი ყველი, ძალიან ცხიმიანი, გული რო უყვითლდება ისეთი. ორნაირია, ერთს ჩამქრალი გარეგნობა აქვს, კარგი ყვითელი ფერის მიუხედავად, და უფრო ფშვნადია და მეორეს კი ცრემლი სდის ნასვრეტებიდან და ბრწყინავს. თითქმის ასეთივე ყველები აქვთ ქართლში, განთქმულია ოსური ყველი და შესაბამისად მასზე ქართლური ღვინოები მიდის კარგად, თუმცა ზოგიერთი ქართლური ღვინო ისეთი არომატულია, რომ ყველსაც უფრო ნაზს და ახალს ითხოვს, ანდა კარგად დავარგებულს, მძაფრი სუნის გარეშე.

დასავლეთ საქართველოში იმერული ჭყინტი ყველის სრული ბატონობა სუფევს, მიუხედავად იმისა, რომ მეგრული კამეჩის სულგუნია იქ მეფე და ყოვლისმპყრობელი. ახალ, ჭყინტ ყველებთან ყველაზე კარგად ქართული ვარდისფერი ღვინოები წავა, საფერავიდან დაყენებული, თავკვერიდან, ალადასტურიდან. ასევე ჩხავერი. როზე კარგი იქნება თხის და ცხვრის ახალ ყველთანაც.

ცოტა შეძველებული დასავლური ყველები (რაჭული, ზემოიმერული, გურული) ძალიან უხდება მაგალითად რაჭულ თეთრას, ქვიშხურს, ძელშავს, რაჭულ ციცქა და ცოლიკაურს, ჩხავერს.

მეგრულ კამეჩის სულგუნთან ღვინის შეხამება არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა კარგი ცოლიკოური ან ციცქა უნდა შეეხამოს, ასევე შემაგრებული და ხერესული ტიპის ღვინოებიც. იტალიური მოცარელას ანალოგიით საქონლის სულგუნთან გვიანი მოსავლის ან ქართული აისვანიც შეიძლება წავიდეს, აი გამოყვანილი, შებოლილი სულგუნი კი საუკეთესო ქართული წითელი ღვინოების საუკეთესო პარტნიორი იქნება (საფერავი, ოცხანური საფერე, ალექსანდროული, შავკაპიტო). იგივე შეიძლება ითქვას დაობებულ და საფერავში დავარგებულ სულგუნზე.

კარგია, რომ საქართველოში კეთილშობილი, ობიანი ყველების კულტურაც მკვიდრდება, თუმცა ამის შესაბამისად უნდა დამკვიდრდეს შესაფერისი ღვინის კულტურაც საქართველოში. საუბარია გვიანი მოსავლის, ე.წ. სოტერნის ტიპის ღვინოებზე და აისვაინებზე. მანამდე კი ყველაზე ხარისხიანი წითლები და თეთრებიც შეგვიძლია შევახამოთ, მაგალითად მუხაში დავარგებული წინანდალი, მუკუზანი ან ბაკურციხე–კარდენახის ზონის ან ხაშმური საფერავი.

ღვინოს შეიძლება შევუხამოთ თუშური ხმელი კალტიც, გარდა იმისა, რომ იგი თუშური ლუდისა და არყის საუკეთესო მეწყვილეა, იგი ალაზნის მარცხენა ნაპირის თეთრ კახურ ღვინოებთან და საფერავებთანაც შეგვიძლია შევაწყვილოთ. საინტერესო ამბები ხდება მესხეთშიც, სადაც პარმეზანის ტექნოლოგიითაც შექმნეს ყველი იქაურებმა. ასეთ ყველთან საუკეთესოდ პორტვეინები და იტალიური Montepulciano d'Abruzzo–სა და Amarone–ს ტიპის ღვინოები მიდის, საქართველოში კი ისინი ნაფარეულის საფერავით, თავკვერით, შავკაპიტოთი და მშრალი რაჭული ალექსანდროულით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.

შეგარგოთ ქართული ღვინოც და ყველიც.

© tabula



didi madloba aseTi saintereso werilisTvis. erTi Yxovna meqneba avtorTan - yveli da, zogjer, Rvinoc, mxolobiT ricxvSi dawereT xolme. pativiscemiT leli


ძალიან საინტერესოა... მადლობა...


რატომ, მხოლობითში? ჩემი აზრით არ საჭიროებს მხოლობით ფორმას ამ კონკრეტულ შემთხვევაში.


imitom, rom yveli da Rvino isedac krebiTi saxelebia.


გეთანხმებით, რომ კრებითია, მაგრამ როდესაც მაგალითად, ვამბობთ "შებოლილი სულგუნი საუკეთესო ქართულ წითელ ღვინოს მიაყოლეთ", მკითხველი დაიბნევა, რადგან იფიქრებს, რომ ერთ რომელიღაცა კონკრეტულ ღვინოზეა საუბარი. ხოლო როცა დავწერთ: "შებოლილი სულგუნი საუკეთესო ქართულ წითელ ღვინოებს მიაყოლეთ", ყველაფერი გასაგები ხდება. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება... რა თქმა უნდა წინ არაფერი უდგას ამ ტექსტში ყველა ზემოხსენებული მრავლობითის ჩასწორებას, თუმცა ეს უკვე ჩემი ნაწერი აღარ იქნება :) მე კი გამოცდილება მკარნახობს, რომ ხანდახან ორთოგრაფია ენის მოქნილობას უნდა შესწირო :) სიმართლე გითხრათ, ყველა ამ მრავლობითის გამხოლოება უფრო უცნაირად მოხვდება ყურს, ვიდრე ეს, გეთანხმებით, ზედმეტი მრავლობითები.

შეცდომაა როცა ვამბობთ: "მოვიდნენ ბიჭები და ღვინოები მოიტანეს". სწორ ფორმად მიმაჩნია: "კახური ტიპის ღვინოებს შორის ყველაზე გამორჩეულია, რქაწითელი..."


ჩემს კომენტარში შენიშნავდით, რომ მიწერია - ზოგჯერ, ღვინოც... ქართული ღვინოები, მინერალური წყლები ...- იხმარება ასეთი ფორმითაც, თუმცა, "ქართული ღვინო, მინერალური წყალი" რომ დაგვეწერა, იგივე მნიშვნელობა ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში, ვუთითებთ ხოლმე კონკრეტულ ღვინოს. ყველები, ფქვილები... თქვენ მოგწონთ?


საერთო ჯამში კარგ საქმეს აკეთებთ და მიყვარს თქვენს სიატი :)


ერთ საქმეს როცა ვაკეთებთ, მეორეს გაფუჭება არ ივარგებს. ქართულ ენას ისევე უნდა მოფრთხილება როგორც ქართულ ღვინოს. ,,ყველს'' მრავლობითი ფორმა არ აქვს, ,,ღვინოს'' - კი. ორთოგრაფიული ლექსიკონის გადაშლა ყოველთვის საჭიროა :)


ორთოგრაფიულში იმან ჩაიხედოს ხოლმე, ვინც წერა არ იცის :) ორთოგრაფიულ ლექსიკონთან და სწორად და არასწორად წერასთან მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.


პრინციპში, ერTი კითხვა მაინც ჩნდება: თუ ღვინო ზოგ შემთხვევაში (მისი დიდი ასორტიმენტიდან გამომდინარე) მრავლობითში იხმარება, რატომ არ უნდა გამოიყენო ასევე გინდაც ყველი და გინდაც ძეხვი? :)))))) (ენა ცოცხალი არსებაა, სუნთქავს და დროტა განმავლობაშჲ გარდაიქმნება კიდეც...)


Shenishvna scoria. aranairi kvelebi ar arsebobs, an magaziashi kvercxs tu kidulob, kvercxebi ar ixmareba. rac sheexeba temas, magaria, mteli sicocxles mivudzgvnidi msgavs temas da sakmianobas.


teqstis shriftis gadideba ar iqneboda urigo...


შრიფტის გადიდება თქვენივე ბრაუზერითაა შესაძლებელი. 100%-იანი ხედვით იდიალურად იკითხება.


DIDI MADLOBA.. TEQNIKURAD ROGOR ARIS ES SHESAZLEBELI GOOGLE CHROME BROWSER-ZE? TSINASWAR GIXDIT MADLOBAS.....


მენიუში:

View -> Zoom In გაზრდა

View -> Zoom Out დაპატარავება



citeli gvino da kveli, chemtvis sakvareli ase vtkvat deserti ;-) mixaria sakartveloshic rom mkidrdeba es tradiciebi....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული