საჭირო მასალა: 1 კგ სტაფილო, 2 საშუალო ზომის ხახვი, 1/3 ჭიქა რაფინირებული ზეთი, 1-2 წითელი წიწაკა, 6-7 ს.კ. ძმარი ბალზამიკო, 2 ჩ.კ. ქინძის თესლი, 1/2 ჩ.კ. პილპილი, 6-7 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. შაქარი, 3 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. ტერიაკის სოუსი, 1 ჩ,კ. ქუნჯუთის ზეთი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: სტაფილო დავჭრათ ძალიან წვრილად ან მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. მოვაყაროთ მარილი და ხელით ავურიოთ. დავტოვოთ 30-40 წუთი, რომ წვენი გაუშვას. ამასობაში ალყა-ალყა დავჭრათ ხახვი და ზეთში ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. საფქვავში წმინდად დავფქვათ წიწაკა, პილპილი და ქინძის თესლი. სტაფილო რაც შეიძლება კარგად გავწუროთ, მოშუშული ხახვდ გადავუწუროთ ცხიმი და შეგვიძლია ცალკე გამოვიყენოთ. სტაფილო ჩავაწყოთ თასში, შუაგულში ჩავაღრმავოთ და შიგ მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფქული სანელებლები და შაქარი. ხახვის შენაწვავი ზეთი ავადუღოთ და ჩავასხათ სტაფილოს ჩაღრმავებულ ნაწილში. სტაფილოს მოვურიოთ, რომ არომატიც კარგად გაუჯდეს. დავასხათ სოიისა და ტერიაკის სოუსები, ქუნჯუთის ზეთი, ბალზამიკო, ავურიოთ, გავაჩეროთ 3 საათი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გადავიტანოთ მაცივარში და ერთი ღამით დავტოვოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი