Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იხვის მკერდი მინისებრი ატრიით

საჭირო მასალა: 75 გ მინისებრი ატრია, 250 გ იხვის მკერდი, 1 ცალი პატარა  კიტრი, 1 ცალი წითელი ხახვი, 1 ცალი ლაიმი ან ლიმონი, 1 ს.კ. ტაილანდური თევზის სოუსი, 1 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. სეზამის ზეთი, 4 ღერი შაშკვლავი, 1 ს.კ. მიწის თხილი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

მომზადება: ატრია  შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით ცხელ წყალში დავალბოთ. იხვის მკერდის კანი დანით დავსეროთ და მარილი მოვაყაროთ. კანით ქვემოთ ზეთიან ტაფაზე დავდოთ და 8-9 წუთის განმავლობაში შევწვათ. ხორცის ნაჭერი გავახვიოთ ფოლგაში და გადავდოთ. დამბალი ატრია ჩავდოთ ჯამში. ატრიას შევურიოთ თხლად დაჭრილი კიტრი, მსხვილად დაჭრილი ხახვი და შაშკვალვი. თაფლი, სოიისა და თევზის სოუსი ავურიოთ და მოვასხათ ატრიასა და ბოსტნეულს. ზედ მოვათავსოთ დაჭრილი ხორცი და მოვაყაროთ მიწის თხილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული