Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანანასის დესერტი სეზამის მარცვლებით

საჭირო მასალა: 1 ცალი ანანასი, 1 ცალი ლიმონი, 2 სმ. სიგრძის ნედლი ჯანჯაფილის ნაჭერი, 2-3 ს.კ. თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო, 80 გ. შაქარი, 1 ჭიქა 35%-იანი ნაღები, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 2 ს.კ. შავი ან თეთრი სეზამის მარცვლები.

მომზადება: ანანასს მოვაცალოთ გარსი, დავჭრათ ნაჭრებად და ღრმა ტაფაში მოვათავსოთ. ლიმონი გავწუროთ. ჯანჯაფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. შაქარი, ღვინო, ჯანჯაფილი, ლიმონის წვენი ავურიოთ და დავასხათ ანანასის ნაჭრებს. 8-10 წუთის განმავლობაში ხილი ვშუშოთ დაბალ ცეცლხზე და თან ვურიოთ. როდესაც ანანასის ნაჭრები დარბილდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავახუროთ ტაფას სახურავი და დავტოვოთ 3-4 წუთით. ამასობაში მოვხალოთ სეზამის მარცვლები. ნაღები და შაქრის პუდრა კი კარგად ავთქვიფოთ. მინის ბოკლებში მოვათავსოთ ანანასი თავისი წვენით, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და მოვრთოთ ნაღებით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული