Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Cherry-ს უძველესი ბოთლი აუქციონზე გაიტანეს

            პერიოდულად აუქციონზე გასაყიდად გამოაქვთ ხოლმე სპირტიანი სასმელები, რომლებიც არა მხოლოდ ასაკით, არამედ შესაბამისი ფასითაც იწონებენ თავს. ამჯერად ყურადღებას იპყრობს მორიგი იშვიათი ლოტი - ალუბლის ექსკლუზიური ლიქიორი Cherry Heering,არაჩვეულებრივი სასმელი 120 წლიანი დაძველებითა და შესანიშნავი გემოთი.

            1890 წლის იშვიათი ლიქიორის რამდენიმე ბოთლი დანიაში, Heering-ის სარდაფში აღმოაჩინეს, სადაც მას 1818 წლიდან უშვებდნენ. ლიქიორები შესანიშნავადაა შენახული. ისინი ხელითაა შეფუთული და აწყვია ხის ყუთებში, რომლებზეც სამეფო გერბია ამოტვიფრული - ამ სასმელით ხომ რუსეთის იმპერატორისა და დანიის სამეფო კარს ამარაგებდნენ. სასმელის ხარისხის შესაფასებლად 2010 წლის მაისში, ნიუ-იორკში ჩატარდა დეგუსტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ღვინის წამყვანი ექსპერტები. მათ დაადასტურეს, რომ ლიქიორი შესანიშნავადაა შენახული და აქვს თამბაქოსა და შოკოლადის ღრმა, გამოხატული გემო.

            6 დეკემბერს, ნაშუადღევს, ამ იშვიათი სასმელის ერთი ბოთლი ინტერნეტ-აუქციონზე, საღამოს კი Sotheby's  ნიუ-იორკის ფილიალში იქნა გამოტანილი. ლიქიორის ზუსტი ფასი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცაღა, წინასწარი შეფასებით, მისი ღირებულება დაახლოებით 100 ათას დოლარს შეადგენს. აუქციონზე შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.