Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვერსალი საკუთარ პროდუქტს გამოუშვებს

ვერსალის სასახლე - უწინ ფრანგ მონარქთა რეზიდენცია და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნავი ადგილი - გურმანთათვის საყვარელი პროდუქტების გამოშვებას იწყებს. მარკა Château de Versailles Epicerie Fine რამდენიმე სახის დელიკატესის წარმოებას გეგმავს: სოუსები, წვნიანები, ფუა-გრა, ჯემები, კონსერვირებული ხილი და ბოსტნეული. სასახლიდან დაგზავნილ პრეს-რელიზში მითითებულია, რომ პროდუქტების არჩევისას მათ “მეფე-მზის”, ლუი XIV-ის გემოვნება გაითვალისწინეს. მისი მეფობისას ხომ სასახლის მახლობლად ბოსტანი იყო გაშენებული, სადაც იმ დროისათვის იშვიათი და უცხო ბოსტნეული მოჰყავდათ. ვერსალური დელიკატესები პარიზის მაღაზიებში ამ შემოდგომაზევე გაიყიდება, მომავალი წლიდან კი მსოფლიოს ყველა აეროპორტსა და ფეშენებელურ გასტრონომში შეხვდებით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული