Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ამერიკულად - ღვინის ბარი ბრუკლინში

star Revenue ამერიკაში ქართული ღვინის ბარის შესახებ გვამბობს. ალექს გოლანტი, რომელიც უკვეTipsy Grape-ის ხელმძღვანელია, საუბარს იქიდან იწყებს, თუ როგორ გახსნა ღვინის ბარი, სადაც ახლა ქართული ღვინო იყიდება.  გოლანტი პროფესიით ადვოკატია, Golant Legal Group-დან კი ქართველ თანამშრომელთან ერთად სამსხურის შემდეგ ხშირად დადიოდნენ Clover Club-ში, საკმაოდ ცნობილი კოქტეილ ბარში.

10 წლის განმავლობაში ამ კოქტეილ ბარში სტუმრობის შემდეგ კი თავადაც მოისურვეს რაიმე მსგავსის გახსნა, ოღონდ ცოტა განსხვავებულის და საბოლოოდ 5 თვის წინ ღვინის ბარი გახსნეს: “ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ ზურა ქართველია, ღვინის ქვეყნიდან არის. ერთხელ საქართველოდან ძალიან კარგი ღვინო ჩამოიტანა და ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს აჩუქა. დიდი დროის შემდეგ ჩვენი მეგობრის მეუღლემ ღვინო გასინჯა და ისე მოეწონა, რომ მისი შეძენა მოისურვა. ჩვენ გვკითხა, თუმცა ზურამ უპასუხა, რომ აქ ვერ ნახავდა ღვინოს, რადგან ქართული ღვინო ძალიან იშვიათია. ამან ბიძგი და სტიმული მოგვცა, ვიფიქრეთ, რომ თუ ხალხს ღვინო უყვარს, მაშინ უნდა გაგვეყიდა კიდეც” - ვკითხულობთ სტატიაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ალექსი დასძენს ის არის, რომ ეს ღვინის ბარი მხოლოდ მათთვის არ არის განკუთვნილი, ვინც ღვინის ექსპერტი ან მცოდნეა: “ეს ის ადგილია, სადაც გვინდა, თავი ყველამ კომფორტულად იგრძნოს. მათაც კი, ვისაც სულაც არ აქვს ღვინის შესახებ ცოდნა და უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება სურს. საფერავის შესახებ ბევრს არავის სმენია, თუმცა როცა სინჯავენ, ძალიან მოსწონთ და ხშირად ბრუნდებიან კიდეც”.

Tipsy grape ჯაზის ბარიცაა, სადაც ყოველ საღამოს 19:00 - 21:30-მდე ცოცხალი მუსიკაა: “ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა უყურებ, როგორი სასიამოვნოა სტუმრებისთვის აქ ყოფნა. ჩვენ აქ პატარა “ჯაზის საზოგადოება”  შევქმენით. მუსიკოსების უმეტესობა კი ჩვენი სამეზობლოდანაა. აქაურობა, თითქოს ოჯახურ შეკრებას ემსგავსება.

გოლანტი მკითხველს “შატო ბუერას” ღვინოებს ურჩევს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს. Tipsy Grape კი მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა, უკვე ძალიან წარმატებით მუშაობს და ქართულ ღვინოსაც მეტ ადამიანს აცნობს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.