Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაიმარჯვა ბუნებრივმა საცობმა

როცა ღვინის შეფუთვაზე მიდგება საქმე, ამერიკელები ნატურალური მასალის საცობებს ამჯობინებენ. მათი აზრით, ასეთი შეფუთვა გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე მისი ალტერნატიული საშუალებები - მეტალის ხუფები და სინთეტური საცობები. ამის დასტურია კომპანია Tragon-ის ახალი გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ რესპოდენტთა 94% თვლის, რომ თანაბარ პირობებში ისინი კორპის საცობიანი ბოთლის ღვინის შეძენას ამჯობინებენ. გამოკითხულთა თითქმის იგივე რაოდენობა, 93% მიიჩნევს, რომ ნატურალური საცობები ალტერნატიულისაგან უკეთესი ან ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. “გასაოცარია ეს შედეგები, რადგან ჩვენ იშვიათად ვაწყდებით მომხმარებელთა ასეთი უმრავლესობის ერთსულოვნებას. ჩვეულებრივ, 70% ითვლება ხმათა უმრავლესობად, მაგრამ 94% - ეს გაუგონარი მაჩვენებელია” – აღნიშნა კომპანია Tragon-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რებეკა ბლაიბაუმმა. აქვე უნდა ითქვას, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 45% დაფიქრდებოდა ხრახნიანი თავსახურის მქონე ბოთლის ღვინის შეძენაზე, 72% სინთეტური შეფუთვის წინააღმდეგი არ არის. მომხმარებელთა 90% ამჯობინებს, წვეულებებსა და სხვა ღონისძიებებზე საჩუქრად ღვინო საცობიანი ბოთლით შეიძინოს. 60%-ის აზრით, სასაჩუქრე ბოთლებისათვის მისაღები არ არის სინთეტური საცობები, გამოკითხულთა 78% კი ასეთი შემთხვევისათვის შეუფერებლად მიიჩნევს ხრახნიან თავსახურებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული