Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კატლეტი მდოგვის ფხვნილით

საჭირო მასალა: 500 გ ხორცის ფარში, 1 თავი ხახვი, 3 ნაჭერი თეთრი პური, 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი, 2 კვერცხი, 3 ჭიქა ცივი წყალი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: პური დავალბოთ წყალში, შემდეგ გავწუროთ და მსხვილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვათავსოთ სამზარეულოს კომბაინში (შეგვიძლია გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავუმატოთ ოხრახუში და დავაქუცმაცოთ. მასას დავუმატოთ ხორცის ფარში, სანელებლები, მდოგვის ფხვნილი და კვერცხის გულები. თუ ფარში ძალიან სქელი იქნება, გავათხელოთ ცივი წყლით. მეორე თასში გავთქვიფოთ კვერცხის ცილები, მაგრამ ისეთი მყარი მასა არ უნდა მივიღოთ, ბეზესთვის რომ არის საჭირო. გათქვეფილი ცილა ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ ხორცის ფარშს. სველი ხელებით გავაკეთოთ გუნდები და გაცხელებულ ზეთში შევწვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული