Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპელი მეღვინეები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ერთიანდებიან

უკრაინული ღვინის ქარხნების მფლობელები ევროპელ მევენახეებს ლტოლვილების მასპინძლობისკენ მოუწოდებენ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს UNHCR-ის ცნობით, უკრაინა 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ  სამ მილიონზე მეტი ადამიანმა დატოვა.

ევგენი შნეიდერსი, ბეიკუშის ღვინის ქარხნის დამფუძნებელი, ამბობს, რომ ევროპელ მევენახეებთან დაკავშირება სურს, ვისაც უკრაინელი ლტოლვილების შეფარების საშუალება აქვთ. 49 წლის შნეიდერსი ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. ეს იდეა პენედესში მდებარე ღვინის კომპანიაში მომხდარმა ამბავმა გაუჩინა, - დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, უკრაინელი თანამშრომლების ლტოლვილი ოჯახის წევრები შეიფარეს. როგორც Decanter-თან საუბრისას თქვა, იგი უშუალოდ გეგმავს ღვინის ქარხნებთან და ასოციაციებთან დაკავშირებას. ასევე, ახსენა საიტი icanhelp.host, რომელიც იმავე მიზნებისთვისაა შექმნილი.

სოლიდარობა გამოხატა ბელარუსმა მეწარმემ, რომელიც კრაკოვში ცხოვრობს და უკრაინელი ლტოლვილები შეიფარა. დეკანტერთან საუბრისას კი აღნიშნა, რომ ის გარემო, რისი შეთავაზებაც მევენახეს შეუძლია, დადებითად იმოქმედებს ამ მძიმე გამოცდილების მქონე ადამიანებზეც.

ამ მხრივ კიდევ ერთი გამოსადეგი პლატფორმაა Airnb, რომელსაც მეღვინეებიც იყენებენ. ერთ-ერთი ღვინის საწარმო, რომელიც  უკრაინის საზღვრებზე მყოფი ადამიანების დასახმარებელ კამპანიას შეუერთდა, მოლდოვის ისტორიული შატო პურკარია. UNHCR-ის მონაცემებით, უკრაინა-მოლდოვის საზღვარი დაახლოებით 344 000 ადამიანმა გადაკვეთა.  ღვინის საწარმო საზღვრებზე გზისპირა კარვები დადგა, სადაც ლტოლვილებს აცნობენ რისი გაკეთება შეუძლიათ მოლდოვაში, უზრუნველყოფენ სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით, ინტერნეტით, საკვებით, მედიკამენტებითა და ბავშვების ტკბილეულითაც კი.

მოლდოვა გამორჩეულად ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს, რაშიც მოლდოველი მეღვინეებიც მნიშვნელოვნად არიან ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ, რადგან მათი პროდუქციის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები სწორედ რუსეთი და ბელარუსი არიან, უკრაინელ ლტოლვილებს არაერთი ღვინის ქარხნის მეპატრონე თუ მეღვინე ეხმარება.

მოლდოველებისთვის ღვინის კულტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარგის განვითარებამ ისეთი გზა განვლო, როგორიც სხვა საბჭოთა სახელმწიფოებმა. პოსტ საბჭოთა სივრცეში კი ძალიან ცდილობენ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და ბაზრების მრავალფეროვნების გაზრდას. საბჭოთა წარსულთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ღვინის მუზეუმები აქვთ, სადაც ამ პერიოდის ნიმუშებს ინახავენ. განსაკუთრებით ცნობილი მოლდოვური ცქრიალა ღვინოებია, რომელსაც ფრანგული მეთოდებით ამზადებენ.

მოლდოველ მეღვინეებს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ რუსეთის ბაზართან, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რუსეთი, სრულიად დაუსაბუთებლად, აღარ იღებდა მოლდოვურ ღვინოს. ამიტომაც, ახალი ბაზრის ათვისებას ყველანაირად ცდილობენ.

თავად სამხრეთ უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა ვენახებს ცეცხლი წაუკიდეს. ქალაქ ხერსონთან არსებული ღვინის საწარმოები ოკუპირებულია, ეუბნება დეკანტერს ბეიკუშის ღვინის საწარმოს დირექტორი, სვეტლანა ციბაკი. ღვინის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ, სამხედროებთან ერთად სამშობლოს იცავენ.

ციბაკი ამბობს, რომ უცხოელი მეღვინეობებისგან დასაქმებასთან დაკავშირებული შეთავაზებები მიიღო, თუმცა ის ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და დეკანტერთან საუბარში ამბობს, რომ დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში, რეგიონისა და მეღვინეობის ხელახლა განვითარებაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული