Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზემო რაჭა – მოკონვა, მაცილობელა ფოთლები, ღუნძლი, ყვიორი, ირმიცული, ქამბოხი

მთხრ. პარმენ მიხას ძე ჯაფარიძე, 65 წ. (სოფ. პიპილეთი).

ჩვენში ხალხი მიწარობით ცხოვრობს. ზამთარ სამუშოთ გარეთ მიედივართ. ვენახი ვიცით. ვარჩევთ შავ მიწას. ცოტა ნიავი რომ მოქმედობს, ჰე ისეთს. თლა ჩავარდნილ ადგილს არ ვარჩევთ. უნდა თბილი და მზიური მხარე. ამას ქვე-რა სჯობს! ისე პირველში ვენახითვინ თირი* მიწა კარგია, მალე ხეირობს, მარა საქმე ისაა, რომ დაბერებითაც მალე ბერდება იქ ვაზი. შავნოყიერ მიწაში ქვე-უჭირს, გვიან ხეირობს, მარა გვიან ბერდება.

ნამყენი ვაზი ვიცით სარებზე მიკრული. ლერწს მოვკონავთ. ზოგმა მარტვა განეკვა იცის. ერთ სამ ნეკს დაუტოვებთ და თითოს ოთხ-ხუთ კვირტს შევარჩენთ განეკვილს... ისეთი ჯიშები ვიცით, რომელსაც რთვილი ვერ ასწრობს.

ვაზს აქვს ფესვი და ძირი - მიწაში, მაღლა -  ღერი, ნამყენი, ლერწი, იმაზე  - კვირტი; აკიდო, აკიდოში - მტევნები, მტევანში - მარცვალი, მარცვალში შიგნი - ღუნძლი, გარეთ კანი.

გაზაფხულზე რომ გაიფურჩქნება, მოვწამლავთ გოგირდით, მერე - შაბიამანით. ვაზს გაფურჩქვნა უნდა -  უნდა მოვაშოროთ მაცილობელა ფოთლები და კვირტები. შევკონავთ ხი ქერქით და რომ დამწიფდება, გიდელი და კოდით ვკრეფამთ. მიგვაქ და ვყრით ხაპში*.

____________________

*თირი - ფხვიერი მიწა (თირი ქვა, რომელიც ადვილად ითლება)

*ხაპი - საწნეხელი.

____________________

ვენახის დაპატივება ვიცით ძელი პატივით*. ჯერ რომ დავრგამთ, მიწას წავაყრით, რომ ამოხეთქს, მოვრწყამთ, რომ გაიზრდება, გავფურჩქნით - ყვიორისაგან* და ნამხრევისაგან*.

ჯიშები: რკო -შავია, სუსტი ღვინო იცის.

წვანე - თეთრი ღვინო დგება, საშვალი. საფერი - შავია, ძაბუნი ღვინო იცის.

ღვინის საწყავათ ვიცით: საპანე [ჩადის], ხუთი კასრი. კასრი ორი ჩაფია, ჩაფი - ორი გოზაური. გოზაური - ორი დოქი, დოქი - ორი ნიტრაა. ნიტრა იქნება ერთი ჩარექა-ნახევარი, ან ორი ჩარექა.

მთხრ. ხახული დავითის ძე ჩალაძე, 84 წ. (სოფ. ძეგლევი).

ჩვენში დამეწყვრა იცის, გვერდი* ადგილებია. ვაზი თუ წორათაა დაგული, ვიტყვით - შარებათ* რგიაო, თუ ირიბათაა, ვიტყვით, მოირმიცოთ რგია - ირმიცულია. შარებშუა პატარა ღობუნებს გაუყოლებთ, წყალმა რომ არ ჩამოფხნიკოს*.

ვაზითვინ ვარჩევთ მზიურ და მარჯვენა ალაგს - ფერდოს ან ვაკეს. ფერდო ჯობია, მზეზეა მიფიცხებული. თირი* მიწა კარგია, ვაზი იმაში ნებაზე *, მუშაობს, კაცი სამუშაოთ იოლია (ადვილი). შემოდგომაზე რომ გადავაბრუნებთ მიწას, გაზაფხულ დავრგამთ, პატივს ჩავუყოლებთ. როცა მოგვესწრება, ვხელავთ რაც შეიძლება. ვაზი რომ დაიყვავილებს, მერე დაისრიმდება*, მერე დასრულდება და მწიფობას მოეკიდება. ვიტყვით შეთვალდაო, ე.ი. დამწიფდაო. ყურძნის კრეფას რო გავატავებთ, მოვირთველეთო, ვიტყვით.

ყურძი ტევანს აქ ყურწი, იმაზე აბია თვალი, ან ბიმბილა. კაი ბიმბილიანიაო ვიტყვით, როცა ტევანს კარგი მარცვალი - თვალი ექნება.

ღვინი დაყენება გითხრა? - რომ გავამსებთ ხაპს, ფეხდავანილი ბიჭები შედგებიან, მიყვებ-მოყვებიან ფეხით და ზელენ წამოვჩეხამთ* ერთი მხრით, მერე რასაც ფეხით დავაკლებთ, იმას საწბერავით მოუთავებთ, ამოვიღებთ ჭაჭას და დაურიგებთ წკბერზე.

დაწკბერული ღვინო - ნაწკბერავი ძაბუნი გამოდის. ამას ყანაში და ველში ვხმარობთ წყალი მაგიერ.

ნაწკბერავ ღვინოს ნაქანჩი ჰქვია. ხაპიდან რომ პირველათ ტკბილი წამოვა, იმას შუპი ქვია. შუპი ხაპიდგან გობში ჩადის, გობიდან ჩაფში ვასხამთ: მერე - კოლოტში. კოლოტით მიგვაქ და ჭურში ვასხამთ. დაიწყებს ჯერ ციცხინს მჟავე წყალივით - ამას ვეტყვით ქამბოხს. მერე მაჭარია, სულ რომ დაიდუღებს, მერე ღვინოა და მისი ჯანი. ქვე-კი აღარავინაა უქეიფოთ, რომ შეხედო ერთი ვარხალალო გაუდით დიდ და პატარას. მოყვება ქორწილები და ჩვენი გახარება ცოტუნა ხანს.

____________________

*პატივი - ნაკელი.

*ყვიორი - ლერწ და ფოთოლ შუა ამოსული ზედმეტი ყლორტი.

*ნამხრევი - უვარგისი, ყლორტები ლერწზე.

*გვერდი - ფერდობი, დაქანება.

*შარები - დარგულ ვაზთა შორის პარალელური მიწის ზოლები.

*ჩამოფხნეკა - ჩამორეცხვა ნაწვიმარი წყლის მიერ მიწის.

*თირი - ფხვიერი, მჩლატე ნიადაგი მიწის.

*ნებაზე - თავისუფლად, ადვილად.

*დასრიმება - სრიმი ეწოდება ყვავილიდან ახლად გამოსულ ნაყოფს ოდნავ შესამჩნევი მარცვლები რომ იქნება ტევნის.

*წამოჩეხვა - ერთი მიმართულებით ჭაჭის თავმოყრა.

____________________

ჭურები დარგული გვაქ მარანში. ჭურს კარგი დარეცხვა უნდა ნაცრით, თუ არა, გემოს დაკრავს ცუდს ღვინოს.

ჭური გარეცხა ვიცით ბალი კანის სარცხით* და ბალახი(ს) კრაზანათი*. სარცხი გაკეთება ვიცით ყველამ. ბალი ქერქს წამოვაგებთ ხი ტარზე და მოუმრგვალებთ თავს. ამით ვხეხამთ ჭური კეცს. კრაზანა ერთნაირი ფსხვილი ბალახია; იმას მოვჭრით, შევახვევთ მოკაკულათ და ორივე ხელით ამითი ვრეცხამთ ნაცარწყლით. სულ რომ გავათავებთ ამორეცხვას, - ნაჟურ წყალს ჭური მუჟუროში ჩვარი ბანძურით ამოვაშრობთ. მერე არაყი და ბალი ქერქს მოუკიდებთ და უხრჩოლებთ ჭურში, რომ სუნი დაუკარგოს ჭურს თუ რასიმე აქ. ამის მერე ჩაუშვებთ ღვინოს და დავასარქვიელებთ.

დიდ ჭურებ - ჩასავალს ვეტყვით, კიბით ჩადიან და შიგნიდან რეცხავენ. ზეიდგან ამას ქვე-რა გარეცხავს.

ჯიშები: ციცკა - თეთრია, კაი ღვინო იცის.

ყიფიანი - შვი, სადიდებულოა, იმი დალევას არა ჯობია რა!

კაბიშტონი - თთრიცაა და შავიც, კარგი ღვინო იცის.

დონდღობი - ფსხვილი შავი ყურძენი იცის. ძალიან ღვინო გამოდის.

ფრანგულა - შავია, მარა ცუდი, მაწყინარი ღვინო იცის.

რქაწითელა - თაფლისფერი ყურძენი, თეთრი ღვინო იცის თაფლივით.

საფერე -  თეთრი ღვინო იცის კარგი.

ჟანგული - თავათ შავია, ღვინო თეთრი იცის.

____________________

*სარცხი - რითაც ჭურს ხეხავენ, ბალის, ან არყის ქერქიდან აწყობილი რამდენიმე ფენა, ხის ტარით გაკეთებული.

*კრაზანა - ერთნაირი მსხვილღეროვანი ბალახი მაგარი სახის, რომლის ერთი კონა შეიკვრება სარცხათ.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.