Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმი ყველაზე უკეთ არგენტინაშია განვითარებული

2013 წლის მიწურულს არგენტინაში ღვინოს ეროვნული სასმელის სტატუსი მიანიჭეს. აქამდე თუ მხოლოდ მენდოზას პროვინცია მიიჩნეოდა მეღვინეობის მხარედ, დღეს მთელი ქვეყანა ამ საქმიანობაშია ჩართული. როგორც ირკვევა, არგენტინელები დაუღალავად შრომობენ არა მხოლოდ წარმოების გაფართოებისათვის, არამედ ღვინის ტურიზმის განვითარებისათვისაც – სწორედ ღვინის ტურიზმის გამო ჩადის მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი არგენტინაში.

ჟურნალი Wine Enthusiast Magazine იუწყება, რომ არგენტინა იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც ღვინის ტურიზმი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. ასე რომ, ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა და განსაკუთრებით მენდოზას პროვინცია, ღვინის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს ადგილად აღიარეს. ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენრიკე მეიერი აღნიშნავს: “ასეთი აღიარება ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ითქვა, რომ არგენტინას ღვინისა და კულინარიული ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. იმედი გვაქვს, კვლავ გავაგრძელებთ პროვინციებთან თანამშრომლობას, ტურიზმის ამ მიმართულებას კიდევ უფრო განვავითარებთ და კიდევ უფრო მეტ სტუმარს ვუმასპინძლებთ, რომლებიც ჩვენი ჩინებული ღვინის გასასინჯად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან.”

ჟურნალ Wine Enthusiast Magazine-ის ესპანურენოვანი გამოცემის რედაქტორი და ღვინის კრიტიკოსი მიხაელ შახნერი მენდოსაში საგანგებოდ მიიწვიეს. მოგზაურობის დასასრულს მან აღნიშნა: “ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს რეგიონი საგრძნობლად განვითარდა და ღვინის ტურიზმისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად იქცა, მაგრამ მენდოზა მხოლოდ მთა და მალბეკის ღვინო არ გეგონოთ. აქ თქვენ გელით კომფორტული სასტუმროები, საუცხოოდ აგებული ღვინის ქარხნები და ადგილობრივი, დაუვიწყარი კერძები. ხოლო ვისაც ისტორიული ძეგლების დათვალიერება იტაცებს, შეუძლია ცხენით გაისეირნოს ან ჯიპტურით ისარგებლოს.”  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული