გამოქვეყნებულია: 4 დეკემბერი, 2008 - 13:22
ფრანგულმა კომპანიამ - WineSide ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან გამოუშვა კონიაკი და ღვინო ორიგინალური, სუნამოს ტესტერის მსგავსი, შეფუთვით.
ყველაფერი ისეა, როგორც პარფიუმერიის შეფუთვაში: შუშის პატარა მენზურები, სუნამოსთვის აუცილებელი ბეჭედი მინაზე, ყოველი მენზურისთვის ცალკე ქაღალდის კოლოფი. ამ მოცულობის ბოთლებში მხოლოდ 2-3 ყლუპი ალკოჰოლი ეტევა, როგორც ნამდვილ ტესტერებში, თუმცა ერთი ღვინის ან კონიაკის ჭიქა მაინც გაივსება.
ჯერჯერობით ტესტერები მხოლოდ ერთ პარიზულ მაღაზია Colette-ში იყიდება. თუმცა გამოგონებამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ სასმელ-სუნამოს გაყიდვის არეალი ალბათ მალე გაფართოვდება კიდეც.
vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი