zura - 2 ნოემბერი, 2010 - 05:11
მემგონი კახეთში დროა ზეთის ხილის მოშენება დაიწყოს ხალხმა თორემ გადავა მევენახეობა როგორც ჩანს რუსეთში და კანადაში :)
zvio - 1 ნოემბერი, 2010 - 16:50
eg ra, mamachemi kovel cels xdis 92-95% araks, mere azavebs gamoxdil ckalshi tore, magas ra dalevs :))))
eka kutchaidze - 23 ოქტომბერი, 2010 - 15:30
sazageli suratebia wama ar mogindeba
Anonymous - 22 ოქტომბერი, 2010 - 18:44
უბრალოდ ისეთი გაბრაზებული ვარ, ვერ აგიწერთ, ამ წუთას წავიკითხე. საერთოდ ვერ ვკითხულობ ხოლმე დროის უქონლობის გამო, ესეც ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა და ძალიან მომინდა პასუხის გაცემა.
ეს ყველაფერი ისეთი გულსატკენია რომ ცრემლი მოგადგება კაცს. ამ წუთას ყველა გაბღენძილი, კადნიერი და უსაფუძვლოდ ამპარტავანი ბევრი ვინმეს ცემა მომინდა, თანაც რამდენი მინახავს ასეთი, ერთმანეთის მლანძღავი, ღვინის ან მართვის სტილის ან საერთოდ კაცის განკითხვაში და დამცირებაში მყოფები.
რათქმა უნდა ეს აბსოლუტური სისულელეა, ცემით რას იზამ, მაგრამ ეხლა ეს რეაქცია მაქვს, იმედია აქედან რომ გავალ ქუჩაში არ გადამეყრებიან სანამ მანქანაში ჩავჯდები.
საქართველოში ბევრ ოჯახში ვყოფილვარ, ქვევრის ღვინოებიც ბევრი გამისინჟავს, ძალიან ამაყი ადამიანების, რომ შეჰკადრო ღვინო კარგია მაგრამ რაღაც აკლიაო, ისეთი აგრესიულები ხდებიან რომ თავდასაცავად ხელკეტისკენ გაგირბის ხელი: მხოლოდ რამოდენიმეს აღმოაჩნდება ხოლმე ღვინო გარეშე რომ არ აქვს. ცნობილი ბრენდების ქვევრის ღვინოებიც გავსინჯე ამას წინათ, დაიბეჭდა მათ ღვინოებზე კარგიაო და დამაინტერესა, 7-იდან 1 მომეწონა. ალბათ არ მესმის ღვინის გემო როგორი უნდა იყოს, და ალბათ არც არის საჭირო ასეთ რამეებში ჩავერიო. ბოდიშს ვუხდი ყველას თუ ვინმეს ვაწყენინე.
ვინ მოაბავს ამას თავს? არა მგონია ამას ეშველოს სანამ ჩვენ თვითიონ არ შევქმნით საქართველოშივე ისეთ ძლიერ და ჯანსაღ კონკურენციას, რომ განათლებით, კომპეტენციით, ობიექტურობით, პროტექციონიზმის უგულებელყოფით, შესაბამისი სტანდარტების შექმნით ან გადმოღებით და პრაქტიკაში განხორციელებით, Dდა ა.შ. გაუტოლდეს დასავლეთ ქვეყნების ბაზრის მოთხოვნებს. გამოიკვლიეთ რამდენად ადეკვატურია საქართველოში მეღვინეობის და ღვინის მარკეტინგის განვითარების კომპონენტები ერთმნანეთთან მიმართებაში, სახემწიფოს ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია პატარა ხეობის პატარა ღვინის საწარმოსთან, მინის ტარის ქარხანა ბოთლების მოთხოვნასთან, სანერგე მეურნეობები საქართველოს მევენახეთა მოთხოვნასთან, გენეტიკური კვლევა მევენახეობაში (თუ ასეთი საერთოდ კიდევ არსებობს) მევენახე გლეხის მოთხოვნასთან აწარმოოს ცალსახად სუფთა ჟიშების სელექცია, და ა. შ.
ამას ვინ გააკონტროლებს? ამას თავს ვინ მოაბავს? არის კი ასეთი დეტალური კვლევა/მეცნიერება მეღვინეობის განვითარების სამსახურში დღეს? ან არსებობენ მეღვინობის მარკეტოლოგები საქართველოში? ყველა “ქარხანას” თავისი ჰყავს მგონი.
ღვინის კლუბმა მშვენიერი დღესასწაულის მოწყობა გადაწყვიტა, და მგონი გამოუვიდა კიდეც - ახალი ღვინის ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დადიოდნენ ბევრი სომელიები, ჩვეულებრივი ადამიანები, თანამდენბობების მქონე პირები, არასამთავრობო გაერთიანებების წარმომადგენლები და აგემოვნებდნენ ღვინოებს. ძალიან კარგი დღე იყო. შემდეგ? მე არ ვიცი რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ღვინის კლუბის ლიდერის ამ სტატიას რომ ვკითხულობ, ვხვდები რომ ჯერ მიზერია გაკეთებული ამ ურთუულეს გზაზე. გისურვბთ წარმატებებს!
თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ღვინო თავის გზას იპოვის, და თუ ეს მსოფლიო მარკეტზე ჯერ არ გამოვიდა, საკრალური მნიშვნელობა ისედაც უკვე აქვს და კიდევაც ძლიერდება სხვა ქრისტიანულ სათნოებებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.
Anonymous - 22 ოქტომბერი, 2010 - 17:38
შეიძლება უადგილოდ ვპოსტავ, მაგრამ ღვინოზე შეყვარებულ ხალხს კი უეჭველად ეცოდინება.
მაინტერესებს, თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია 1995 წელს შექმნილ საქართველოს სოფლის მეურნეობის კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპული მხარისაგან (კონკრეტულად რა უწყება ან ორგანო არ ვიცი) მოდიოდა, რომელიც ვაზის მოყვანის ფართობის შემცირებას ისახავდა მიზნად?
რა ბედი ეწია ამ კონცეფციას?
მალხაზ ხარბედია - 22 ოქტომბერი, 2010 - 15:55
ლაშა, გეთანხმები, იმერეთის რთველს საერთოდ არ აშუქებს ჩვენი მედია. სამწუხაროდ, ნაწილობრივ ჩვენც ვართ დამოკიდებული ამ სააგენტოებზე, თუმცა როცა საშუალება გვეძლევა, ხან ფორუმის საშუალებით, ხან სტატიებში, ვრთავ ხოლმე იმერეთსაც. შარშან ფოტორეპორტაჟიც გვქონდა, შარშანწინაც ვიყავი იმერეთში რთველზე. წელს იმედი მაქვს შედარებით სრულყოფილად გავაშუქებთ. ერთ–ერთ მომდევნო ნომერში ვაპირებთ სტატიას, მოგეხსენება იმერეთში რთველი ჯერ არ დასრულებულა.
ასერომ, ინფორმაციებს შენგანაც ველით. დიდი მადლობა კომენტარისთვის.
ლაშა - 22 ოქტომბერი, 2010 - 12:51
წინაწარ ბოდიშს ვიხდი და საწყენად არ ვამბობ, მაგრამ
ყოველთვის მაოცებს ყველა ასეთი მიმოხილვა საქართველოში რთველის შესახებ, იმერეთზე რომ ერთი სიტყვა არ არის დაძრული არასოდეს (და არამარტო იმერეთზე, მაგრამ სიდიდით მემგონი მისი გამოტოვება ნამეტანია ცოტა. იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ იმერეთში უფრე მეტი ყურძენი მოვიდა ვიდრე მაგალითად, მედია გაშუქებების ფოკუსქვეშ მყოფ რაჭაში)
თითქოს ეს კუთხე საერთოდ არ იყოს საქართველო.
კარგით, მე იქაური ვარ და ტენდენციურობა შეიძლება დამაბრალოს ვინმემ (გულზე რომ მხვდება ცუდად), მაგრამ დავიჯერო ავტორებს არ აწუხებთ დანაკლისის შეგრძნება?
მაგალითისთვის, მარტო ჩემებმა მოიწიეს თქვენი მონაცემებით წარმოდგენილი მთელი რაჭის მოსავლის 5 %, და მე რომ მარტო არ ვარ იმერეთში ღვინის დამწურავი გეცოდინებათ ისედაც. სორტიმენტს თუ გადავხედავთ არც ჯიშების მრავაფეროვნებით თუ ხარისხით ჩამოვრჩებით ვინმეს
(1.საფერავი - ვენახი 11ჰა - მოსავალი 14ტ.
2.ციქა - ვენახი 4 ჰა - მოსავალი 3ტ (ქრიშხალი იყო მოკრეფის წინა კვირას და მოსავლის ნაწილი დაცვიდა).
3.ალექსანდროული/მუჯურეთული - ვენახი 1ჰა - მოსავალი 2,8ტ.
4.შარდონე და პინო გრი - ვენახი 1ჰა - მოსავალი 2ტ.
5.რქაწითელი - ვენახი 1ჰა - მოსავალი 1ტ.
6.ოცხანური საფერე - ვენახი 2,5ჰა - სავარაუდოდ მოსავალი 4ტ (ჯერ მწიფდება).
7.ოჯალეში - ვენახი 1ჰა - სავარაუდოდ მოსავალი 1,5ტ (ჯერ მწიფდება).)
და ყველას რატომ კიდია ფეხზე ეს იმერეთი ვერ ვგებულობ და მომკალით.
K. Adeishvili - 20 ოქტომბერი, 2010 - 23:23
საინტერესო, პოეტური და ინფორმაციული...
ჩემი დიდი პატივისცემა წერილის ავტორს.
merabi - 20 ოქტომბერი, 2010 - 01:30
ძალიან საინტერესო იყო. კარგი იქნება თუკი ქართული ვენახების ფასებზეც გაკეთდება ერთი სტატია. მაგ. რა ღირს ვენახი წინანდალში? ან ახაშენში?