Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბადრიჯანი გულსართით

საჭირო მასალა: 6 ცალი ბადრიჯანი, 2 ცალი კარტოფილი, 1 ცალი დიდი სტაფილო, 4 ცალი პამიდორი, 2 თავი ხახვი, 1 ცალი მწვანე წიწაკა, 2 ჩ.კ. კარის ფხვნილი, 4 კბილი ნიორი, 3 ს.კ. კარაქი ან ზეთი, 4 ს.კ. ფქვილი, 1 კვერცხის გული, შაშკვლავის ფოთლები – მოსართავად, მარილი,

პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ მარილი, კარის ფხვნილი, კვერცხის გული, ფქვილი, კარაქი და ჩავზილოთ. თითოეული ბადრიჯანი 6-7 ადგილას ღრმად ჩავსეროთ და ჩასერილ ადგილებში მარილი მოვაყაროთ. მომზადებული პიურე ჩაჭრილ ადგილებში მოვათავსოთ. პამიდორს კანი გავაცალოთ და წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი და წვრილად დაკეპილი ნიორი და წიწაკა. ფორმას წავუსვათ დარჩენილი კარაქი, ჩავდოთ პამიდვრის პიურე, ზედ დავაწყოთ ბადრიჯნები და დაახლოებით 35-40 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.