Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის

2015 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეექვსედ გაუძღვება ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 9 მაისს, დედაენის ბაღში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2014 წლის მოსავლის ახალი ღვინოები. 

ახალი ღვინის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიებაა, რომელშიც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებიდან - საოჯახო მარნებამდე - ყველას, მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა. ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.

2014 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 20 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, თითქმის, ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, გარდა, დიდი კომპანიებისა, შეუძლია ოჯახური ღვინის ყველა მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები:

  • ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
  • ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 24 აპრილისა.
  • მონაწილე  გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.
  • შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 201წლის მოსავლის ახალი ღვინო.
  • ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
  • მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.
  • ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ:  995 577 413010

ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 10:30–დან 18:00 სთ-მდე

E-mail: info@wineclub.ge

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული