Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ღვინოები და მათი წარმატება

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში იწურებოდა ღვინო. საქართველოში საფერავიდან დაწყებული, რუმინული Feteasca Regala-თი და ლიბანური Obeideh-თი დამთავრებული მსოფლიოს ამ მხარეში უამრავი საინტერესო ვაზის ჯიში ხარობს. Drinks Retailing საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებზე წერს და მკითხველს მათ ხასიათს უკეთესად აცნობს. 

ავტორი წერს, რომ ქართული ღვინოებისთვისაც ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დეგუსტაციები. სტატიაში ღვინის ექსპერტის, სარა ებოტის კომენტარებსაც ვკითხულობთ: “საფერავი ძალიან წვინიანი, მრავალმხრივი და წარმოუდგენელი შესაძლებლობების ყურძენია, ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. ის შეიძლება Malbec-ის მიმზიდველობას მიამსგავსო.” ებოტი ამბობს, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ახლა დაახლოებით 50 ქართული მწარმოებლის ღვინის შეძენაა შესაძლებელი ბრიტანეთში: “ქართული ღვინის ჩართვა ქვეყნის მსხვილი და მნიშვნელოვანი დისტრიბუტორების “პორტფოლიოში” ნიშნავს იმას, რომ საქართველომ შეძლო მსოფლიოსთვის გაეცნო და სხვა საფეხურზე აეყვანა ღვინო და ღვინის წარმოება” - აღნიშნავს ებოტი. ყოველწლიურად ექსპორტირებული ღვინის ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი და თვალშისაცემია. მაგალითად 2021 წელს 736 391 ბოთლი ღვინო გაიგზავნა ბრიტანეთში, რაც 71%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა. 

კეტრინ გლასი, Kingsland Drinks-ის ღვინის ექსპერტი ბულგარეთზე საუბრობს და ამბობს, რომ ბულგარეთი ლიდერობს განსაკუთრებული ხარისხის ღვინოებითა და მისი შთამბეჭდავი თანხობრივი ღირებულებით: “კლიმატი და ნიადაგი წითელყურძნიანი ჯიშებისთვის ხელსაყრელია. ვაზი ბიოდინამიკური მეურნეობის შესაბამისად ხარობს, რის შემდეგაც ღვინოები უნიკალური სტილით ხასიათდება.ვეს კი მის ღირებულებაზეც აისახება.” - აღნიშნავს ის. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გლასი პროგნოზირებს, რომ ბულგარეთის მსგავსად რუმინეთი და მოლდოვაც ღვინის ბიზნეზში წინ წავლენ: “ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მათი ღვინოები კიდევ უფრო ხშირად გაიყიდება და პოპულარული გახდება”.

Marks & Spencer-ში, მაგალითად, რუმინეთის Feteasca Regala საკმაოდ გაყიდვადი ღვინოა. როგორც ფილიპ კოქსი, Cramele Recas-ის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუმინული მარნის ხელძღვანელი აღნიშნავს, M&S-სთან თანამშრომლობა და ონალინ გაყიდვები ძალიან კარგად მიდის: “ჩვენ გავიტანეთ Feteasca Regala და rosé blend. ღვინოები შემდეგი ვაზის ჯიშებითაა დაწურული: Feteasca Neagra-სა და Babeasca Neagra-ს ნაზავი მერლოსა და შირაზთან. რახან გაყიდვები ძალიან კარგად წავიდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ვაჭრობას გავზრდით, რაც რუმინული ღვინისთვის მნიშვნელოვანი წახალისება იქნება.” - აღნიშნავს კოქსი. 

ავტორი წერს, რომ როდესაც მომხმარებლების მოზიდვაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე პუნქტი არსებობს, რაც გასათვალისწინებელია. ზოგი წარმატებას ადგილობრივი ჯიშების უფრო ნაცნობ ჯიშებთან შერევაში პოულობს, ზოგი კი პირიქით, უცნობი ვაზითა და ღვინით ინტერესდება: “არსებობს უამრავი მეთოდი და ინსტრუმენტი, რომელთა მეშვეობითაც მწარმოებელი დააინტერესებს მომხმარებელს და შესთავაზებს ღირებულ, ხარისხიან და საინტერესო პროდუქტს...” - ვკითხულობთ სტატიაში. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.