Home
ქართული | English
იანვარი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის საიდუმლო The Ingredient–ის მიხედვით

ინტერნეტ–გამოცემა The Ingredient–ში კიდევ ერთი პუბლიკაცია მიეძღვნა ქართულ ღვინოს, უფრო კონკრეტულად კი ქვევრს. ისინი სოფელ ტყემლოვანაში ქვევრის ოსტატ გოგი ჩინჩალაძეს ეწვივნენ.

სტატიაში მექვევრე დეტალურად უხსნის სტუმრებს ქვევრის შენების პროცესს, საუბრობს გაშრობისა და ახალი ფენის დამატების დროზე. თუკი წვიმიანი ამინდია, ყველაფერ ამას მეტი დრო სჭირდება, მზიან ამინდში კი ქვევრი უფრო მალე შენდება. მექვევრე მონიშნავს მუშაობის პერიოდსაც, დაახლ. მაისიდან – ოქტომბრამდე. წერილში მოთხრობილია თიხის შემადგენლობისა და მინარევების შესახებაც, მის კონსისტენციაზე, ქვევრის გამოწვაზე, გამოსანთვლაზე, ფასებზე. ფასისა და ანაზღაურების თემას ავტორი კიდევ უფრო უღრმავდება და იმერულ სუფრასთან ჩამომჯდარი, ხელში სავსე ჭიქით, დასკვნას აკეთებს: “სიმდიდრეს არაფერი აქვს საერთო ფულთან”.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

Photos © The Ingredient

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული