Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაიყიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი შოტლანდიური ვისკი

შოტლანდიური ვისკის სახდელმა  Dalmore-მ სულ ახლახან სპირტიანი სასმელების ფასის ახალი რეკორდი დაამყარა. გაიყიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ვისკის - Dalmore 64 Trinitas -ის 2 ბოთლი, თითოეული 160 ათას დოლარად. აღსანიშნავია, რომ ამ ექსკლუზიური სასმელის მხოლოდ 3 ბოთლი იყო ჩამოსხმული, ასე რომ, უკანასკნელი ჯერ ისევ ელის მყიდველს. როგორც ვისკის სახდელში აცხადებენ, Dalmore 64 Trinitas ჭიქებით რომ იყიდებოდეს, ერთი სასმისი 32 ათასი დოლარი ეღირებოდა.

საინტერესოა, რა განაპირობებს ამ სასმელის ესოდენ მაღალ ფასს? ის, რომ ეს ვისკი 64 წლის დაძველებისაა, შექმნილია მსოფლიოში უძველესი და უიშვიათესი ნედლეულით. დასახელებაში სიტყვა Trinitas (სამება) გამოშვებული ბოთლების რაოდენობაზე მიანიშნებს. თითოეული ბოთლი იყიდება კომპლექტში პერსონალურ კარადასთან ერთად, რომელსაც საიდუმლო უჯრა აქვს, მასში დევს ვისკის ნამდვილობის დამადასტურებელი მოწმობა და გასაღები, რომლითაც კარადა იკეტება.
Dalmore 64 Trinitas ერთი ბოთლი ამერიკელმა ვისკის კოლექციონერმა შეიძინა, რომლის გვარიც ცნობილია, მეორე მყიდველის ვინაობა კი, რომელიც დიდი ბრიტანეთიდანაა, უცნობი რჩება. "ვისკი ჩემი ვნებაა. მე მას ვაღმერთებ. ჩემს კოლექციაში ათასზე მეტი ბოთლი მაქვს. Dalmore Trinitas ნამდვილი ბრილიანტია, რომელიც მას დაამშვენებს" - აღიარებს პირვეი მყიდველი.
ექსკლუზიური ვისკის ბოლო ბოთლი თავის მყიდველს ელის. ბოთლი ოქტომბრის ბოლოს ლონდონში გამართულ Whisky Show-ზე გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ ვისკის სახდელი Dalmore უწინაც განთქმული იყო პროდუქციაზე თავისი გასაოცარი ფასებით. 2003 წელს კომპანიამ 62 წლის დაძველების 1 ბოთლი ვისკი 40 ათას დოლარად გაყიდა. 2006 წელს კი იგივე ვისკი 51 ათას დოლარად გაიყიდა. 
Dalmore-ის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძვირ ვისკად Macallan Fine & Rare Vintage ითვლება 60 წლიანი დაძველებით, რომელიც ბოთლებში 1962 წელს ჩამოისხა. გინესის წიგნში შესული სასმელის ერთი ბოთლი 38 ათასი დოლარი ღირს. მართალია, მისი შეძენა შეუძლებელია, სამაგიეროდ მყიდველებს 10 ათას დოლარად სთავაზობენ 1938 წლის The Macallan Fine & Rare-ს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული