Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ჯიშები კახური ღვინისათვის

.. ჯორჯაძის წიგნიდანმევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება...” ტფ. 1876.

 
ცნობა ვაზის ჯიშებისა, რომლთაც იციან კარგი ყურძენი დასაყენებლად კახური ღვინისა
 
ადრე ყურძნის მოწევა იცის თვით ვაზის ჯიშმა, ადგილის მდებარეობამ და წყლის ჰავამა.
ვაზი ბევრგვარი ჯიშისა არის, რომლების ყურძენი, ჯიშისაგვარად, ზოგი ადრე იწევა და ზოგი გვიან, ამასთან, ზოგ ვაზსა გრილი ადგილი უყვარს და ზოგსა ცხელი, ეგრეთვე ზოგი ვაზის ყურძენი, კარგს ღვინოს აყენებს და ზოგი მდარეს. საზრდელი მიწაცა სხვა და სხვა თვისებისა უნდა, ვაზის ჯიშის მიხედულობითა.
ამისთვის, ვენახისათვის, უნდა ამოარჩიოთ იმისთანა ჯიშის ვაზი, რომელმაც კარგი ღვინო იცოდეს. ამასთან, გრილს ადგილებში, სადაცა, ზაფხულში ყურძენი ვერ ასწრობს მოწევასა, იქ უნდა გააჩინოთ იმისთანა ჯიშის ვაზი, რომლისა ყურძენმა ადრე იცოდეს მოწევა, ხოლო ცხელ ადგილებშია, სადაცა ყურძენი ძალიან ადრე იწევა და მისგამო მზისაგან იწვება ყურძენი, იქ იმისთანა ვაზი უნდა გააჩინოთ, რომლის ყურძენიც გვიან იწეოდეს.
კახეთის ვენახებისათვისა, კარგი ღვინოს მოსაცემათა, არის საჭირო გასაჩენათ ვაზები შემდეგის ჯიშისა:
 
წითელი ღვინისათვის
 
საფერავის ვაზი. ხოლო ეს ვაზი არის ორგვარი ჯიშისა: ამათში ის არის უფრო კარგი, რომელმაც მტევნის ღეროები წითელი იცის, და მეორე ჯიშისამ იცის მტევნის ღეროები თეთრი; ეს მეორე არის მდარე და არც ღვინოსა ღებამს კარგათა. ამის ვაზსა უყვარს ქვიშიანი სუქანი ადგილი. თიხა-მიწის ნიადაგის საფერავი ქვიშა ნარევი, უფრო კარგათა ღებამს ღვინოსა, ვიდრე კირიანი ანუ მელიანი მოთეთრო ნიადაგი. უქვიშო თიხა მიწა კი უფრო ბევრს საღებავს აძლევს, ეს ვაზი არის ფრიად ნაზი ხე.
 
თეთრი ყურძნის ვაზები:
 
რქა-წითელი. ეს ვაზი არის ორ გვარი ჯიშისა, პირველსა ჰქვიან მამალი რქა-წითელი, რომელმაც იცის თხელი მტევანი და წვრილი მარცვალი, ეს ყურძენი წვენს თუმცა ნაკლებს იძლევა, მაგრამ, ღვინოს კარგს აყენებს, და მეორე ჯიშის ვაზსა ჰქვიან დედალი რქა-წითელი, ამან იცის დიდი მტევანი, და მსხვილი მარცვალი, წვენს ბევრს იძლევა და ღვინო საშუალო თვისებისა იცის. რქა-წითელს უყვარს ქვიშიანი ადგილი; ამის გაჩენა სჯობია ცხელი ადგილის ვენახებშია, ამისათვის რომ, ამის წვენსა მარახოშობა ესე იგი სიმჟავე ბევრი აქვს, და რადგან ცხელი ჩოლი ადგილის ღვინოსა, მარახოშობა არ გამოჰყვება ხოლმე, რომლისაგამო, ყურძნის მომატებულის სიტკბოსაგან ბუკეტი უფუჭდება ხოლმე ღვინოსა და არც დიდხანს ინახება, ამისათვის, ამ გვარი ცხელი ადგილის ღვინოსა, რქა-წითელის ვაზის ყურძენი უხდება, რადგან ამის ყურძნის წვენსა მარახოშობა არ ეკარგება ხანგრძლივ. - ყურძენი არის მაგარი და მოგრძე მარცვალი.
მწვანე ყურძენი. ამასა, ზოგნი უწოდებენ მჭკნარასა და ზოგნი საფენასა, ამისი ვაზი არის ფრიად ნაზი როგორათაც საფერავს ვაზი, ამისმა ყურძენმა იცის კარგი ნაზი და ბუკეტიანი ღვინო. თეთრი ღვინის დასაყენებლათ, თუნდა სხვა ჯიშის ყურძნის წვენი იყოს, მწვანე ყურძნის ჭაჭა, ფრიად უხდება და კარგ ღვინოსაც აყენებს. მწვანე ყურძნის ვაზსა უყვარს ცხელი და თიხა მიწიანი ნიადაგი, ქვიშიან ნიადაგში კარგათ არა გვარობს, ამასთან, ამ ვაზისა, კარგი ყურძენი გამოდის როგორათაც ცხელ ადგილებში ეგრეთვე გრილში, და ღვინოსაც კარგს აყენებს. ცხელს ადგილებში კი უფრო თავ ღვინოს აყენებს. ზაგრანიცაშიაც თავ ღვინოს აყენებს ამ ვაზის ყურძენი – ყურძნის მარცვალი იცის მოგრძო და თხელი ჩენჩოიანი.
მცვივანი. ეს ყურძენი არის ორ გვარი ჯიშისა: პირველსა ჰქვიან მამალი მცვივანი, ამან იცის თხელი მტევანი და წვრილი მარცვალი; და მეორე ჯიშსა ჰქვიან დედალი მცვივანი, ამან იცის უფრო ხშირი და სხვილი მარცვალი და დიდი მტევანი და წვენსაც ბევრს იძლევა, მაგრამ, პირველმა ჯიშმა უფრო კარგი ღვინო იცის და მეორემ მდარე, თავ ღვინოს კი არცერთი არ დააყენებს. ხოლო ყველა ყურძნის ჯიშზედ, მცვივანმა ურო ბევრი წვენი იცის. რადგან ამისმა ყურძენმა ადრე იცის მოწევა, ამისათვის სჯობია ამ ვაზის გაჩენა გრილ ადგილების ვენახშია, სადაც გვიან მოიწევა ხოლმე ყურძენი. მცვივანის ვაზსა უყვარს სუქანი შავი მიწა, ხოლო თიხა –მიწის ნიადაგზედ უფრო კარგი ღვინო იცის. მცვივანმა იცის მრგვალი მარცვალი და თხელი ჩენჩო.
ბუდეშური. ამის ყურძენი მეიმზგავსება მწვანე ყურძენსა და ვაზიც იმისთანა არის ნაზი, ხოლო ამან უფრო მომეტებული წვენი იცის და სიტკბო მწვანე ყურძენზედ ნაკლები; ამ ვაზის ყურძნის ღვინოცა კარგი ნაზი და ბუკეტიანი დგება, ნიადაგი უყვარს შავი სუქანი ქვიშა-ნარევი, ხოლოთ თიხა-მიწის ნიადაგისა უფრო კარგს ღვინოს აყენებს,
ქიშმიშის ყურძენი. ამ ვაზის ყურძენი ღვინოს კარგს ვერ დააყენებს, რადგან არა აქვს მას არც მცირედი ნაწილი სიმჟავე და არც წიპწა, რომლებიც საჭირო არის მაჭარის დუღილში, და ამასთან წვენიც ძალიან ცოტა იცის ამ ყურძენმა. - ამის ვაზს უყვარს ცხელი კირიანი ნიადაგი.
ამ ზემორე აღწერილ ვაზების ჯიშებს გარდა, კიდევ, თუმცა მრავალი გვარი ჯიშის ვაზები არის კახეთის ვენახებშია, მაგრამ, იგინი ხოლოთ იძლევიან დიდ მოსავალსა და ღვინოს კი კარგს არ აყენებენ, ამას გარდა, ბევრნი ვენახების პატრონები, ყურძნის დაკრეფის დროს არ გადაარჩევენ ხოლმე და ყველა ჯიშის ვაზის ყურზენსა ერთამანეთში აურევენ და ისე დასწურავენ ხოლმე, რომლის გამო, წარმოსდგება, ისა რომ, ხუთი წილი რომ კარგი ყურძენი იყოს და ერთი წილი მდარე ჯიშისა, მაინც ის მდარე ყურძენი თავის წვენის ჯიშზედ დააყენებს ღვინოსა. ყოველ გვარ შემთხვევაში საჭირო არის, რომ ყურძენი ცალ-ცალკე დაიწუროს ჯიშისა გვარად მისისა, და სხვა და სხვა ჯიშის ყურძნის წვენი ერთმანეთში არ აერიოს.
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული