Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომბოსტოს შნიცელი

საჭირო მასალა: კომბოსტოს 10 ცალი ფოთოლი, 10 თხელი ნაჭერი ყველი, 150 გ ლორი, 2 კვერცხი, მარილი - გემოვნებით. ფქვილარეული საფანელი შნიცელის ამოსავლებად, ზეთი - შესაწვავად.

მომზადება: კომბოსტოს ფოთლები რამდენიმე წუთით წამოვადუღოთ მარილწყალში. დარბილებული ფოთლები ქაფქირით ამოვიღოთ და შესაგრილებლად გავშალოთ. ლორი თხელ ნაჭრებად დავჭრათ და ორივე მხრიდან შევბრაწოთ ზეთში. დაფაზე გავფინოთ კომბოსტოს ფოთლები, თითოეულ ფოთოლზე დავაწყოთ ყველისა და ლორის ნაჭრები და კონვერტივით გადავახვიოთ. თითოეული შნიცელი ამოვავლოთ ჯერ მარილთან ერთად გათქვეფილ კვერცხში და შემდგ ფქვილნარევ საფანელში. შევწვათ ორივე მხრიდან და სუფრასთან არაჟნის თანხლებით მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული