Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული სადღეგრძელოების ხელოვნება - The Spectator

ქართულ ღვინის სმის კულტურაზე, ზოგადად, ქართულ ღვინოსა და მის ისტორიაზე ამჯერად Spectator-ის სტატიაში ვკითხულობთ: “არის რამდენიმე სიტყვა, რომელიც საქართველოში ყოფნისას უნდა ისწავლოთ, ესაა მისალმება: “გამარჯობა”, “მადლობა” და ყველაზე მნიშვნელოვანი: “გაუმარჯოს”.  ქართველები როცა ღვინოს სვამენ, აუცილებლად ამბობენ სადღეგრძელოებს. როგორც ნებისმიერ უძველეს რიტუალს, სადღეგრძელოებსაც თავისი წესები აქვს საქართველოში.” - წერს ავტორი. the Spectator ბრიტანული ჟურნალია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ძველ ჟურნალადაც მოიხსენიებენ.

სტატიაში ავტორი თავისი ისტორიების შესახებ უამბობს მკითხველს, საუბრობს თამადის ტრადიციაზეც: “ქართველებისთვის სუფრაზე სადღეგრძელობის თქმის წესებიც არსებობს, ტრადიციულად, უფრო ხშირად სადღეგრძელოებს ღვინით ამბობენ, ხანდახან “ყანწებს”, ცხოველის რქებსაც აღმოაჩენთ სუფრაზე. მე არ დამავიწყდება, როდესაც რუსეთის საზღვართან ერთ-ერთ სოფელში მონასტრის, ბერების გამოხდილ ჭაჭასთან ერთად უგემრიელესი ხინკალი და ხაჭაპური მივირთვით. გულწრფელმა სადღეგრძელოებმა რთულია თქვენზე არ იმოქმედოს, მახსოვს, როგორ ვიგრძენი იქ, მთაში, რაღაც ძალიან განსაკუთრებული, როდესაც ჯერ საქართველო ვადღეგრძელეთ, შემდეგ კი ინგლისი და მისი ისტორია.” - აღნიშნავს ორსონ ფრაი. 

საქართველოდან წასვლისას სტეინბეკმაც აღნიშნა, რომ: “საქართველო განსაკუთრებული ადგილია, დატოვებისას კი სიზმარივით ხდება. ხალხი მართლაც რომ ჯადოსნურია, ისიც მართალია, რომ მათ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი და ულამაზესი ქვეყანა აქვთ. ახლა კარგად გვესმის, რატომ გვეუბნებოდნენ ყოველთვის, რომ სანამ საქართველოს არ ნახავთ, არაფერი არ გინახავთო. ასე რომ, გაუმარჯოს ქართველებს და მათ მშვენიერ ქვეყანას.” - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც უფრო დეტალურად Spectator-ის გვერდზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული