გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2010 - 08:59
ერთ-ერთმა ვიეტნამურმა ბანკმა თავისი კლიენტების რიცხვის გაზრდა ერთობ ორიგინალური გზით გადაწყვიტა. ის, ვინც 25 ნოემბრამდე ბანკში 7,5 მილიონ ვიეტნამურ დონგას (დაახლოებით 385 ამერიკული დოლარი) შეიტანს, ბანკისგან გერმანული ლუდის, Bitburger-ის მოზრდილ ქილას მიიღებს საჩუქრად. ანაბრის თითოეულ თვეზე ვიეტნამელი ბანკირები კლიენტს დამატებით თითო ქილა ლუდს პირდებიან. ეს აქცია Western bank-მა პოტენციურ კლიენტებს 6 ოქტომბრიდან შესთავაზა.
"ჩვენ ეს აქცია ტეტას (ვიეტნამური ახალი წელი, რომელიც მთვარის კალენდრით აღინიშნება) წინ დავგეგმეთ, სხვა ბანკებმაც უკვე დაიწყეს თავიანთი სარეკლამო კამპანია”, - აცხადებს Western bank-ის თანამშრომელი.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი