გამოქვეყნებულია: 16 მარტი, 2011 - 11:18
საჭირო მასალა:1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო, 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 1 ს.კ. პომიდვრის პასტა ან 0,5 ჭიქა პომიდვრის პიურე, 2 კბილი ნიორი, 400 გ. სოკო (შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის), 1 ჩ.კ. მაიორანი, 1 ჩ.კ. მშრალი შაშკვლავი, 1 ჩ.კ. გამშრალი ბეგქონდარა, 1 ჩ.კ. გამშრალი ტარხუნა, 2 ს.კ. პაპრიკის ფხვნილი, 0,5 ჩ.კ. დაფქული ბაჰარი, 150 მლ. თეთრი მშრალი ღვინო, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: კომბოსტო დავანაწევროთ ყვავილედებად, გავრეცხოტ და გავაშროთ. სოკო დავჭრათ მსხვილად. სტაფილო მსხვილად გავხეხოთ ან დავჭრათ. ღვინის გარდა ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, დავასხათ 3 ს.კ. წყალი და წყლის ამოშრობის შემდეგ დავამატოთ ღვინო, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ 30 წუთი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი