Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის - ახალი ღვინის ფესტივალი 2022

 

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს 14 მაისს გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, "ლეპერტი".

ახალი ღვინის ფესტივალი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში მალე დაისადგურებს მშვიდობა და უკრაინელები კვლავ შეძლებენ განაგრძონ მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის. ახალი ღვინის ფესტივალზე იგეგმება დიდი საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომლის შესახებაც ახლო მომავალში მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.

ფესტივალზე დასწრებამდე სასურველია კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთება, ისევე როგორც ფესტივალის მსვლელობის დროს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. 14 მაისამდე „ღვინის კლუბი“ არაერთ რჩევასა და რეკომენდაციას შემოგთავაზებთ კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2022 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.

ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 14 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2021 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2022 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის 14 მარტს გამოქვეყნდა.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის იხილეთ აქ.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის:

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ღვინის კომპანიამ რეგისტრაცია არაუგვიანეს 22 აპრილისა უნდა გაიაროს.

რეგისტრაციისთვის საჭიროა: 15 მარტიდან - 25 აპრილამდე ღვინის კლუბის ელექტრონულ ფოსტაზე (info@wineclub.ge) გამოაგზავნეთ შევსებული ანკეტა, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულება გაფორმდება.

მობ.: +995 598 30 86 88

სარეგისტრაციო ანკეტა ჩამოტვირთეთ აქედან.

იჩქარეთ! რეგისტრაცია ადგილების შევსებისთანავე დასრულდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.