Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ღვინის შეფასება?

ჩატარდა კვლევა, რომელიც გულისხმობდა იმის შემოწმებას, ხელოვნური ინტელექტისთვის ღვინისა და ლუდის შეფასების დაწერა რამდენადაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები ძალიან შთამბეჭდავია, მკვლევრების თქმით, ეს კვლევა სომელიეების ჩანაცვლებას არ გულისხმობს, რაც შეუძლებელიც იქნებოდა.

დორტმუნდის კოლეჯის მკვლევრების ჯგუფი იმ ტერმინოლოგიასა და ენას შეისწავლიდა, რაც ღვინის დასახასიათებლად გამოიყენება ხოლმე. როგორც აღმოჩნდა, ტერმინები ძალიან საერთო და ხშირად გამოყენებულია. აქედან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტისთვის ისეთი ალგორითმის დაწერა გახდა შესაძლებელი, რომელიც ალკოჰოლური სასმელების შეფასებას, დაგემოვნების გარეშე, შესაძლებელს გახდიდა.

კვლევის პროცესში გამოიყენეს დაახლოებით 125 000 ღვინის მიმოხილვა, რომელიც Wine Enthusiast-ში ქვეყნდებოდა, სწორედ ამაზე დააფუძნეს საკუთარი პროგრამა. ლუდის შემთხვევაში კი 140 000 მიმოხილვა RateBeer-დან აიღეს.

„უნიკალური მონაცემები იყო. გამოჩნდა, რომ ადამიანები ღვინოზე თითქმის ყოველთვის ერთნაირად ლაპარაკობენ, საერთო სიტყვებს იყენებენ.“ - ამბობს კვლევის კომპიუტერული ინჟინერი.

კვლევის შემდეგი ეტაპი ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანების დაწერილი შეფასებების შედარებას გულისხმობდა. ექსპერიმენტში მონაწილე პირებს უნდა გამოეცნოთ შეფასება ადამიანის თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო დაწერილი. აღმოჩნდა, რომ განსხვავებებს თითქმის ვერავინ ხედავდა.

მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი დახასიათება ასეთია: „ეს კაბერნეა. საკმაოდ მშრალი და იგრძნობა მაყვლის გემო, რაც მჟავიანობასა და ტანინებს გამოკვეთს. მის დაგემოვნებას აუცილებლად გირჩევთ.“ კიდევ ერთი ასეთი შეფასება იყო: „საკმაოდ მუქი როზეა, სხეულიანი, ალუბლის, ჟოლოს, ვანილისა და სანელებლების არომატით. მშრალი ღვინოა, მჟავიანობის კარგი დონით.“

საბოლოოდ, ამ სადაო კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს, გარკვეულ მცირე რაოდენობის მონაცემებზე დაყრდნობით, შეუძლია მარკეტინგული დავალებების შესრულება, თუმცა, როგორც ავტორები ამბობენ, ეს ტექნოლოგიის მიერ ადამიანების ჩანაცვლებას არ გულისხმობს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული