Home
ქართული | English
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფხვიერი ნამცხვარი ფორთოხლისა და ხაჭოს გულსართით

მასალა: ერთი მარგარინი (გაყინული), 2,5 ჩ.ჭ. ფქვილი, 0,5 ჩ. ჭ შაქარი.

გულსართი: 3 ცალი კვერცხი, 0,5 ჩ.ჭ შაქარი, 250 გრ. ხაჭო (უკეთესია მშრალი იყოს), 1 დიდი ფორთოხალი.

მომზადება: გაყინულ მარგარინს გახეხავთ სახეხზე და დაკეპავთ ფქვილთან და შაქართან ერთად. მიღებულ ნაფხვენს შედგავთ მაცივაში, სანამ გულსართს მოამზადებთ. გულსართისთვის კვერცხს და შაქარს გათქვიფავთ, გაურევთ საცერში გაწურულ ხაჭოს, ფორთოხალს დააბლენდერებთ კანიანად (ან ხორცის მანქანაში გაატარებთ) და გაურევთ კვერცხის მასას. ყალიბს წაუსვამთ კარაქს, მოაყრით ცომის ნაფხვენის ნახევარს, მერე გულსართს დაადებთ და ბოლოს ისევ ცომის ნაფხვენს მოაყრით. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 50 წუთი.



ისეთი კარგი რეცეპტია ერთი სული მაქვს როდის გათენდება რომ გამოვაცხო. ვანილი არ ჩანს და მე ალბათ ვანილსაც დავამატებ, თუმცა შეიძლება არც სჭირდება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.