Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თურქული დესერტი რევანი

საჭირო მასალა: ცომი - 2 კვერცხი, 0,5 ჭიქა ნატურალური იოგურტი ან მაწონი, 0,5 ჭიქა რაფინირებული ზეთი, 0,5 ჭიქა მანანის ბურღული, 1 ჭიქა ფქვილი, 0,5 ჭიქა შაქარი, 1 ჩ.კ. საცხობი ფხვნილი. ვაჟინი – 2 ჭიქა შაქარი, ნახევარი ლიმონის წვენი, 2,5 ჭიქა წყალი. შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელი – მოსართავად.

მომზადება: ღრმა თასში გავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ იოგურტი, ზეთი, მანანის ბურღული და ბოლოს საცხობი ფხვნილი. მივიღებთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასას. ოთხკუთხა ფორმას წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. შევდგათ წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ არ გაოქროსფრდება. სანამ რევანი გამოცხვება, მოვამზადოთ ვაჟინი – შაქარი და წყალი მოვათავსოთ  სქელძირიან ქვაბში და დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი ვხარშოთ, შემდეგ დავაწუროთ ლიმონი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მზა დესერტს მოვასხათ ვაჟინი და როდესაც გაცივდება, რომბებად დავჭრათ. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული