Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფლორენტინები

საჭირო მასალა: ცომი – 240 გ ფქვილი, 160 გ კარაქი, 75 გ შაქრის პუდრი, 2 კვერცხის გული, 1 ს.კ. სქელი ნაღები, 2 ს.კ. გარგარის ჯემი. ტოპინგი – 70 გ კარაქი, 60 გ შაქარი, 140 გ ნუშის ფირფიტები,  3 ს.კ. თაფლი, 50 მლ სქელი ნაღები, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ცუკატები.

მომზადება: ფქვილი და კარაქი დავკეპოთ, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები ჯემის გარდა და სწრაფად მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ ცელოფანი და 30 წუთით მაცივარში შევდგათ. ცომი თხლად გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში და 12 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. ცხელ ფენას გადავუსვათ გარგარის ჯემი.

სქელძირიან ტეფლონის ან კერამიკით მომინანქრებულ ტაფაზე (რომელიც არ იკრობს) დავადნოთ კარაქი, დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და დაბალ ცეცხლზე  5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, თან ვურიოთ. მზა მასა მაშინვე გადავიტანოთ გამომცხვარ ფენაზე და 10 წუთით შევდგათ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მზა ნამცხვარი გამოცხობიდან 15 წუთის შემდეგ სასურველი ფორმით დავჭრათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული