Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შვედური კატლეტები ჭარხლით

საჭირო მასალა: 200 გ საქონლის ფარში, 100 გ მოხარშული ჭარხალი, 100 გ მოხარშული კარტოფილი, 1 კვერცხი, 1-2 თავი ხახვი, ზეთი – შესაწვავად, კიტრის მწნილი – გარნირისთვის, მარილი, თეთრი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი და ჭარხალი წვრილ სახეხზე გავხეხოთ და კვერცხთან ერთად ავურიოთ ხორცის ფარშს. შევანელოთ მარილითა და პილპილით. მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. შემდეგ დავახუროთ სახურავი და ძალიან დაბალ ცეცხლზე 7 წუთი გავაჩეროთ. ხახვი მრგვლად დავჭრათ და ზეთში შევწვათ, მოვაყაროთ მარილი. კატლეტები მივირთვათ ხახვთან და კიტრის მწნილთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული