Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოები ჰონგ-კონგის ყველაზე პოპულარულ ფესტივალზე - Wine and Dine

Hong Kong Wine and Dine ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფესტივალია, რომელსაც უნდა დაესწრო, თუკი ჰონგ-კონგში შემოდგომით მოხვდები. 2014 წლის ფესტივალის ვიზიტორების 95 % მსოფლიოს რეკომენდებულ ღონისძიებათა შორის, სწორედ ამ ფესტივალს ასახელებს. 
ღონისძიება გამოცემა ფორბსმა აღიარა მსოფლიოში ღვინისა და გასტრონომიის 10 საუკეთესო ფესტივალს შორის. CNN-მა კი გართობისა და დროსტარების (wine and dine)  მსოფლიოს საუკეთესო ფესტივალად დაასახელა. 

გასულ წელს ჰონგ კონგის გართობისა და დროსტარების ფესტივალს 180 000 მონაწილე ჰყავდა. ღვინო და კერძები 18 სახელმწიფოდან (არგენტინა, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, უნგრეთი, იტალია, იაპონია, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, აშშ) წარმოდგენილი იყო 267 კარავში. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ფესტივალს აშუქებდა 45 აგილობრივი და 53 საერთაშორისო მედია. 

წელს მონაწილეთა რიცხვი გაიზარდა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა კულტურათა სამზარეულოები და ღვინოები 300-მდე კარავში დაეგემოვნებინათ. გაიმართა სპეციალური დეგუსტაციები და სემინარები. 

საქართველოდან Hong Kong Wine and Wine 2015-ზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი ექვსი კომპანია: „ბაგრატიონი 1882“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „ბესინი“, „თბილღვინო“. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.