ელენე ცინცაძე
არქეოლოგებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. როგორც science direct გვამცნობს, სამარხში მინის ქილა იპოვეს, სადაც 2000 წლით დათარიღებული ღვინო აღმოჩნდა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს თხევად მდგომარეობაში კონსერვირებული უძველესი ღვინო, რომელიც დაახლოებით 2000 წლით თარიღდება. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა ესპანეთის ქალაქ კარმონაში, სევილიის მახლობლად, სადაც არქეოლოგებმა სამარხი აღმოაჩინეს.
სამარხში იყო 6 “ლოკული” (loculi), სადაც ისეთი ნივთებიც იპოვეს, როგორიცაა მძივები, ჩანთა ქარვით, სუნამო და მინის თასი. თუმცა მერვე ქოთანი უნიკალური აღმოჩნდა. ამ თიხის ქოთნის შიგნით იყო მინის ქილა, რომელსაც „ოლა ოსუარია“ (olla ossuaria) ერქვა. ამ ქილაში იყო ადამიანის ძვლები, ოქროს ბეჭედი იანუსის გამოსახულებით და დაახლოებით ხუთი ლიტრი მოწითალო სითხე.
ამ სითხის აღმოჩენამ მკვლევარებს მისი შესწავლის იშვიათი შანსი მისცა. Archaeological Science-ში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სითხე არ შეიძლებოდა ჭურჭელში შესულიყო ისეთი გარემო ფაქტორების გამო, როგორიცაა, მაგალითად წყალდიდობა ან კონდენსაცია. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო, რადგან ახლომდებარე საფლავი L-7, სრულიად მშრალი იყო იმავე პირობებში.
პლაზმური მასის სპექტრომეტრიის გამოყენებით მკვლევრებმა დაადგინეს სითხეში არსებული ქიმიური ელემენტები და დაადასტურეს, რომ ის მართლაც ღვინო იყო, რაც მას უძველეს თხევად ღვინოდ აქცევს, რაც კი ოდესმე აღმოაჩენილა. ღვინის არსებობა ნამარხში ემთხვევა ცნობილ რომაულ დაკრძალვის რიტუალებს, რომლებიც ხშირად მოიცავდა ღვინოს, როგორც ცერემონიების ნაწილს, რათა ის გარდაცვლილს შემდგომ ცხოვრებაში დახმარებოდა. მოხსენების ავტორები ვარაუდობდნენ: „როდესაც სამარხში ნეშტი მოათავსეს, დაკრძალვის ცერემონიის დროს ქოთანი ღვინით სავსე უნდა ყოფილიყო, როგორც დაკრძალვის რიტუალის ნაწილი, რათა გარდაცვლილს უკეთეს სამყაროში გადასვლაში დახმარებოდა."
ამ აღმოჩენამდე უძველესი თხევადი ღვინო შუშის ქილაში ნაპოვნია ქალაქ შპაიერში, გერმანიაში, 1867 წელს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნით თარიღდება. თუმცა, ეს ადრეული აღმოჩენა არასოდეს ყოფილა ქიმიურად გაანალიზებული, შესაბამისად, მხოლოდ მოსაზრებაა ის, რომ სითხე ღვინო იყო. კარმონაში ნაპოვნი ღვინო უძველესი თხევადი ღვინის პირველი ნიმუშია, რომელმაც ქიმიური დაკვირვება გაიარა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „აქამდე, ყველა კვლევა, რომელიც მიმართული იყო რომაული ღვინოების ქიმიურ დახასიათებაზე - ან ზოგადად, უძველესი ღვინოების შესახებ - ეყრდნობოდა აორთქლილი ნარჩენების ანალიზს (ძირითადად კარბოქსილის მჟავებსა და პოლიფენოლებს) სხვადასხვა ტიპის ჭურჭელში, მაგრამ არასოდეს სითხეების კვლევას."
მიუხედავად იმისა, რომ ღვინის pH 7.5-მდე იყო დაქვეითებული, რაც არსებითად წყლად აქცევს სითხეს (თანამედროვე ღვინოებს, როგორც წესი, pH 3 აქვთ), ანალიზი საკმაოდ დამაჯერებელია. მკვლევარებმა სითხეში შვიდი ტიპის ღვინის პოლიფენოლი აღმოაჩინეს, რაც ანდალუსიაში წარმოებული თანამედროვე ღვინოების მსგავსიც კია. ღვინო, მოწითალო-ყავისფერია, რისი მიზეზიც 2000 წლის განმავლობაში დაჟანგვა იყო. კვლევაში ნახსენებია, რომ ღვინო თავდაპირველად თეთრი იყო, რაზეც syringic acid-ის (გალის მჟავა 3,5-დიმეთილის ეთერის) არარსებობა მიუთითებს, რომელიც წითელი ღვინის პიგმენტების დაშლის შედეგად წარმოიქმნება.
უძველეს ღვინოში პოლიფენოლური მახასიათებლები ძალიან ემთხვეოდა fino და Manzanilla სტილს Montilla-Moriles-ისა და Sanlúcar de Barrameda-დან. თუმცა თავდაპირველი ღვინის გემო და ზუსტი ჯიში, ბუნებრივია, უცნობი რჩება. დოქტორმა ხოსე რაფაელ რუის არებოლამ კორდობის უნივერსიტეტიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა ღვინის ქიმიურ ანალიზს, გამოთქვა შეშფოთება მისი გასინჯვის შესახებ და აღნიშნა: “მიუხედავად იმისა, რომ ანალიზის მიხედვით სითხე არატოქსიკურია, მან 2000 წელი გაატარა ადამიანის ნარჩენებთან კონტაქტში.” კვლევას სრულად წაიკითხავთ Journal of Archeologican Science-ში.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი