Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველის შტაბში მევენახეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

როგორც რადიო ჰერეთს კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს,  სასტუმრო "რები - გურჯაანში" სადაც "რთველი – 2008" - ის საკოორდინაციო შტაბია განთავსებული , მოქალაქე ვაჟა დვალიშვილს შტაბის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩივილის შემთხვევაში პოლიციის მეშვეობით პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.

"2007 წელს ჭანდრის ღვინის ქარხანას საფერავი ყურძენი ჩავაბარე და თანხას დღემდე უშედეგოდ ვითხოვ, არადა ფული გასული წლის ბოლომდე უნდა გადაეხადათ. გამგებელსაც მივმართე არაერთხელ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. დღეს კი შტაბში მივედი და წარმომადგენლებს დახმარება ვთხოვე, მათ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ხმაურის შემთხვევაში პოლიციით დამემუქრნენ" - აღნიშნავს ვაჟა დვალიშვილი.

მევენახემ დახმარებისათვის “ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართა. ორგანიზაციის იურისტები დვალიშვილისთვის კუთვნილი თანხის, 220 ლარის გადახდის და დამატებით მატერიალური კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოში სარჩელს ამ დღეებში შეიტანენ.

რადიო "ჰერეთი"

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული