Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არანჩინი

საჭირო მასალა: 250 გ ბრინჯი “არბორიო”, 700 მლ წყალი, 3 კვერცხი, 75 გ ორცხობილას საფანელი, 75 გ ფქვილი, 100 გ მაგარი ყველი, 50 გ კარაქი, 200 გ ვირთევზას ღვიძლი, 1 კონა მწვანე ხახვი, მარილი გემოვნებით, ზეთი შესაწვავად.

მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში, ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. მოხარშული ბრინჯი გადავიტანოთ ჯამში, დავუმატოთ გახეხილი ყველი და კარაქი, ათქვეფილი კვერცხის ნახევარი, ავურიოთ და ვაცადოთ შეგრილება. ვირთევზას ღვიძლი ჩანგლით გავჩეჩოთ, დავუმატოთ დარჩენილი გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი ხახვი. ავიღოთ დაახლოებით კვერცხის მოცულობის ბრინჯი, გავაბრტყელოთ ხელისგულზე, ჩავდოთ გულსართი და მივცეთ ბურთულის ფორმა. ცალ-ცალკე თასებში მოვათავსოთ ფქვილი, საფანელი და დარჩენილი გათქვეფილი კვერცხი. ბრინჯის ბურთულები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში. შევწვათ ცხელ ცხიმში დაბრაწვამდე, ზედმეტი ცხიმისაგან დასაწრეტად დავაწყოთ ხელსაწმენდზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული