Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინის დიდი მოგზაურობა ამერიკაში

რამდენიმე დღეა, რაც ქართული ქვევრის ღვინო ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს. ნატურალური ღვინოების იმპორტიორის, კრის ტერელის (Christopher Terrell) მიწვევითა და ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში დაგეგმილ ღონისძიებებში - „იაგოს ღვინო“, „ოქროს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „მარიამ იოსებიძე“ და „რამაზ ნიკოლაძის მარანი“ მონაწილეობენ.

ქართული ღვინის დეგუსტაციები უკვე ჩატარდა ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, პორტლენდში, მომდევნო დღეებში კი ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და  ნიუ-იორკში გაიმართება. აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციებზე ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს თავად წარადგენენ.

ამერიკაში ქართული ქვევრის ღვინის დიდი მოგზაურობის შესახებ ღვინის კლუბი ესაუბრა იაგო ბიტარიშვილს: "ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, დეგუსტაციები ძირითადად იმ ბარ-რესტორნებში ტარდება, სადაც ქართული ნატურალური ღვინო უკვე იყიდება. დღეს პორტლენდში ქართულმა რესტორანმა "კარგი გოგო" უმასპინძლა სტუმრებს, ვაშინგტონში კი დეგუსტაცია ქართულ რესტორანში "სუფრა" გაიმართება. ჩიკაგოში დაგეგმილ ღონისძიებაზე 100 პროფესიონალი დაესწრება, ძირითადად სომელიეები. რა თქმა უნდა, ნიუ იორკში რამდენიმე დღე გავჩერდებით. ყველა ეს ღონისძიება და შეხვედრა ამერიკის ბაზარზე ქართული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია".

დეგუსტაციებზე, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილია ქართული სამზარეულოც. თითქმის ყველა დეგუსტაციას ესწრება მწერალი კარლა კაპალბო, თავისი წიგნით "Tasting Georgia", წიგნი, რომელიც ქართული ღვინისა და კერძის კულტურას ეძღვნება და უკვე ბესტსელერად იქცა.

ქართული ღვინის დეგუსტაციების ფარგლებში, საქართველოს მეღვინეობის 8 000 წლიან ტრადიციებზე გადაღებული, ამერიკელი კინორეჟისორის, ემილი რეილსბეკის (Emily Railsback) დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული