მალხაზ ხარბედია - 16 ნოემბერი, 2010 - 17:02
მე ხომ ხარისხზე არ გედავებით? თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითზე უფრო მარტივ რაღაცას ვგულისხმობდი, ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება? :) სხვათაშორის, ბევრი უხარისხო შაბლიც არსებობს, ისეთი, რომ პოლ მასონს შეუძლიათ ორდენიც კი დაკიდონ ფრანგებმა მათთან შედარებით :)
ელიზბარ თალაკვაძე - 16 ნოემბერი, 2010 - 16:19
ყველაზე კარგი დამცავი მექანიზმი მაინც ხარისხია. მარტივ მაგალითს მოვიყვან – ამერიკული paul masson–ი უშვებს შაბლის, მაგრამ ფრანგებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ.
www.vino.ge
მალხაზ ხარბედია - 16 ნოემბერი, 2010 - 10:41
ევროკავშირმა ევროპაში უნდა დაგვიცვას. ლინკიც მაგიტომ დავდე, სადაც სწორედ ევროპულ ფალსიფიკაციაზე იყო საუბარი. თქვენ რასაც ამბობთ ეგ სხვა პრობლემაა, მაგაზე არავინ კამათობს.
ელიზბარ თალაკვაძე - 16 ნოემბერი, 2010 - 09:23
მე კი მგონია, რომ ამ პრობლემის გასაღები მაინც ჩვენს ხელშია. ნუთუ საეჭვოა ის,რომ ხვანჭკარის ფალსიფიკაციას მხოლოდ იმიტომ აქვს აზრი, რომ ბულგარეთში დამზადებული "ხვანჭკარა" შეიძლება გორში დამზადებულ ქართულზე უკეთესი აღმოჩნდეს.ჯერ ესა გვაქვს მოსაგვარებელი და ევროკავშირის იმედი ამაში ტყუილად ნუ გვექნება.
მალხაზ ხარბედია - 15 ნოემბერი, 2010 - 19:47
არის საკითხები, სადაც ევროკავშირმა უნდა იზრუნოს. მაგ. ადგილწარმოშობის დასახელებები. მხოლოდ ჩვენი "ზრუნვით" სამწუხაროდ მანდ ვერაფერს გავხდებით:
http://vinoge.com/qarTuli-Rvino/falsifikaciis-dasavluri-rakursi
ელიზბარ თალაკვაძე - 15 ნოემბერი, 2010 - 09:35
სამწუხაროდ, ქართული ღვინის იმიჯზე ზრუნვა მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია. ევროკავშირს საკუთარი პრობლემებიც ეყოფა.
www.vino.ge
კახა კაციტაძე - 12 ნოემბერი, 2010 - 11:12
კარგი იყო, შესანიშნავი!აფსუს რა დროს მაქვს მოსჯილი სამუდამო დიეტა!
ისე ის იდეაც ძალიან კარგი იყო, კულინარიის კულტურულ–ისტორიულ კონტექსტში წარმოჩინებისა.