Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

მალხაზ ხარბედია - 16 ოქტომბერი, 2010 - 13:50

მართალია, ბოთლის საკითხი ძალიან დიდ დაბრკოლებას უქმნის ყველას.


ელიზბარ თალაკვაძე - 16 ოქტომბერი, 2010 - 09:46

გეთანხმებით, მაგრამ სად არის იაფი ბოთლი? ერთადერთმა ქსნის მინის ქარხანამ, ემბარგოს შემდეგ, ღვინის ბოთლის წარმოება შეწყვიტა.სომხური ბოთლი კი, თითქმის ორჯერ ძვირია.გლეხების სუბსიდირება კარგი საქმეა, მაგრამ ”სამტრესტის” ადგილზე, ბოთლის წარმოებას დავაფინანსებდი.
მალხაზ ხარბედია - 16 ოქტომბერი, 2010 - 01:27

მიღებულია, თუმცა თავს უფლებას მივცემ ერთი კითხვაც დავსვა: ხომ არ აჯობებს, ეს იაფფასიანი, ჩამოსასხმელი ღვინოების ნიშა შილდის ან გურჯაანის რქაწითელს დავაკავებინოთ, ოღონდ მინის ჭურჭელში ჩამოსხმული ღვინოებით? წარმოიდგინეთ, კარგი, გემრიელი სუფრის ღვინო, 3–5 ლარად, იაფიანი კორპით და იაფიანი ბოთლით.

თუკი ასეთი ხარისხიანი ფონი შეიქმნება, თქვენ შეძლებთ წარაფი უფრო კარგი შეფუთვით წარუდგინოთ მომხმარებელს.


Anonymous - 16 ოქტომბერი, 2010 - 00:28

შენიშვნა მიღებულია, მაგრამ შევეცდები თავი გავიმართლო. დღეს საქართველოში იაფფასიანი, ჩამოსასხმელი ღვინოების ნიშა თითქმის მთლიანად ფალსიფიკატს უკავია.ამ ნიშის დასაკავებლად წარაფის ”გაწირვა” რა თქმა უნდა სადაო საკითხია, მაგრამ ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავედი - ხომ უნდა ჰქონდეს ხალხს სუფრაზე ნატურალური ღვინის სმის საშუალება, ბოთლის ყველაზე იაფი ღვინო კი 6 ლარიდან იწყება. თავად განსაჯეთ - 6 ლარი 0,75 ლიტრში და 4 ლარი 1 ლიტრ ”წარაფში”. საგრძნობი სხვაობაა თუ ჩავთვლით, რომ 10 კაციანზე პატარა სუფრა ჩვენთან იშვიათობაა.
მალხაზ ხარბედია - 15 ოქტომბერი, 2010 - 21:08

ბატონო ელიზბარ, დიდი მადლობა კომენტარისთვის. ახალი ამბავი არაა, რომ კახეთში მოყვანილი სოვინიონ ბლანი ვერ იქნება ისეთი არომატების ღვინო, როგორც ბორდოსი ან ლუარასი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ღვინოს ღირებულება არ გააჩნია, ან მასში არომატების ამოცნობა არ შეიძლება. მერე რა რომ ძნელია მასში ნამდვილი სოვინიონის "დანახვა"... სხვა საკითხია რამდენად ღირს საერთოდ ასეთი ღვინოების ჩამოსხმა, საერთაშორისო ჯიშებიდან დაყენებულის, და ამ საკითხს ჩვენ, ღვინის კლუბი, გაზეთი მარანიც და ჩემი ბლოგიც არაერთხელ დავუბრუნდებით. კამათში თქვენც მოგიწვევთ თუ გნებავთ :) მერწმუნეთ, არსებობს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი  საკითხები, ვიდრე ამ ე.წ. tasting notes-ების, ანუ ღვინის დახასიათებების კრიტიკაა. ეს დახასიათებები გახლავთ აბსოლუტურად სუბიექტური შეფასებები, რომლებსაც არც სარეკლამო და არც სხვა რაიმე ქვენა მიზანი არ გააჩნია. იგი ემსახურება ერთად–ერთ მიზანს, რომ მყიდველი მაღაზიაში შევიდეს ღვინის საყიდლად. შემდეგ კი თავად გადაწყვიტოს, მართალია თუ არა აქ დაწერილი (ცხადია შენახვის ნორმების დაუცველობით დაავადებულ, გაყალბებულ და საცობისტონიან ღვინოებს არ ვგულისხმობ).

სხვათა შორის, ერთი შენიშვნა ჩემგანაც მიიღეთ. პლასტმასის ჭურჭელში თქვენი წარაფი რატომ ჩაასხით ბატონო ელიზბარ. ცოდოა, კარგი ღვინოა.

პატივისცემით,

მალხაზ ხარბედია


Anonymous - 15 ოქტომბერი, 2010 - 20:01

ბატონო მალხაზ, ძალიან ობიექტური სტატიაა,მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ იმაზე, რამდენად კარგ სამსახურს ვუწევთ ქართველ ღვინის მწარმოებლებს ასეთი დითირამბებით, როგორიცაა თუნდაც რამდენიმე დღის წინ თქვენს ბლოგში გამოქვეყნებული: ”სოვინიონ ბლანი, თელიანი ველი, 2009 -კახეთში დაკრეფილი ფრანგული ჯიშიდან, სოვინიონ ბლანიდან დაყენებული ეს ღვინო ფერზე მომწვანო ჩალისფერია, ჭიქაში სქლად ისხმება, თუმცა აშკარად ეტყობა, რომ ახალგაზრდა ღვინოა. სურნელებში პირველ რიგში თეთრი ქლიავის, ანანასისა და ბოლომდე დაუმწიფებელი ატმის არომატი ჩნდება. ძალზე ხანგრძლივი ფინალით გამოირჩევა, სადაც ციტრუსებია წამყვანი. ღვინო კარგი მისაყოლებელი იქნება ზღვის ნობათთან, მიდიებთან, კრევეტებთან, მოხარშულ თევზთან.” ასევე, მანამდე გამოქვეყნებული ბევრი სხვა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ზედმეტად ოპტიმისტური შეფასებები. მაპატიეთ, მაგრამ ამ ღვინოში სოვინიონ ბლანის გამოცნობა თითქმის შეუძლებელია, იმდენად ტლანქი ღვინოა, თქვენ კი ”ატმის არომატი...ხანგრძლივი ფინალი...”. ქართულმა ღვინომ ჯერ საქართველო უნდა დაიპყროს და შემდეგ დანარჩენი მსოფლიო, ამისთვის კი ობიექტურ შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის მხოლოდ ერთი გამართლება - თუ ეს რეკლამაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამის აღნიშვნა აუცილებელია. კიდევ ერთხელ მაპატიეთ, მაგრამ ”მოყვარეს პირში უძრახეო.” ნათქვამია. ქართულ მეღვინეობას ძალიან ძნელი, თითქმის შეუძლებელი გზა აქვს გასავლელი და ამ გზაზე კომპრომისი დაუშვებელია, თუ გვინდა რამეს მივაღწიოთ.სწორედ ამით არის აღსანიშნავი თქვენი დღევანდელი სტატია.მიგულეთ ასეთ საქმეში თქვენს ერთგულ და მოკრძალებულ მხარდამჭერად. პატივისცემით ელიზბარ თალაკვაძე www.vino.ge
მალხაზ ხარბედია - 15 ოქტომბერი, 2010 - 18:43

ნუ გვეუზრდელები და კორექტულად წერე.

 


გიორგი - 15 ოქტომბერი, 2010 - 15:16

რაც შეეხება მოცემულ სურათზე კვერცხის ცილა არაა ნახმარი და არც ფენა ფენაა ჩასხმული ჟელატინი,რაც რეცეპტის ზუსტ მონაცემებს არღვევს,ასე წინ ვერ წახვალთ და დააბოლებთ მარტო იმათ ვინც არაფერი იციან კერძების და საერთოდ საჭმლის მიმზადების.ადრეც ავღნისნე ასეთი შეუთავსებლობები და გაასწორეთ
miau - 15 ოქტომბერი, 2010 - 13:50

მდა... თბილისში სალათა "ცეზარი" პირველი რესტორნის საფირმო კერძი თუ ჰგონიათ, კრგად ყოფილა საქმე. მაგის მიხედვით XX საუკუნეში გახსნილა პირველი რესტორნები... :)))))))))))))))))
miau - 15 ოქტომბერი, 2010 - 12:53

არ ვიცი, ჯერ არ გამართულა და როდესაც გაიმართება, წინასწარ შეგატყობინებთ.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული