Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველის მარინადი

მასალა: 200გ. “ფეტა” ან ნაკლებმარილიანი იმერული ყველი, 2/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 3 კბილი ნიორი, თითო მწიკვი თავშავა (ორეგანო), ბეგქონდარა და წითელი მწარე წიწაკა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 0.5 ჩ.კ. ხმელი Qქინძი, 0.5 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვლები.

მომზადება: ხმელი ქინძი და შავი პილპილი მსხვილად დავფქვათ, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ორეგანო, ბეგქონდარა დამ წარე წიწაკა, შემდეგ ავურიოთ ზეთში. მინის ქილის ძირში ჩავდოთ დაფნის ფოთოლი, ჩავაწყოთ კუბებად დაჭრილი ყველი, დავასხათ შეკმაზული ზეთი, დავახუროთ საფარებლები და დავდგათ 1 კვირა გრილ ადგილას. ასე დამზადებული ყველი უხდება პიტასა და ტოსტებს.  
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


ძალიან საინერესო მეჩვენება, გაუკეთებია ვინმეს? ან გაუსინჯავს? იქნებ ვინმემ გემოს შთაბეჭდილებები გამიზიაროთ :)


ამ მარინადს ქილებით ყიდიან ხოლმე სუპერმარკეტებში და ძალიან გემრიელია. მე გავაკეთე და ჯერ არ გამისინჯავს, შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.


იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს მწიკვი? ასე მაინტერესებს რა არის პიტა და ტოსტი წინასწარ მადლობა


სამარილედან მარილს სამი თითით რომ ამოიღებთ, რამდენიც ამოგყვებათ ეს არის მწიკვი. პიტა ერთგვარი პურია, თუ არ ვცდები ებრაულ სამზარეულოში არის. გახუხულ პურზე როცა რამეს გადაუსვამთ (ჯემი ან თუნდაც რაიმე უფრო მარილიანი) არის ტოსტი.


შენ გაიხარე უმწიკვლო ქალბატონო.


es ar vici , magram saertod marinadi dzalian magari ramea. kargia: shindis, yurdznis, sokos da shavi qliavis marinadebi))))))))))))))))))))))))))


es yvelis marinadi ugemrielesia, aris italiuri an/da berdznuli warmoshobis da aseti tipis marinadebi arsebobs kidev mwvane zetis xilit. ugemrielesia da martlac dzalian uxdeba tostis purebs :)


tu sheidzleba mipasuxet vinmem, aseti marinadis shemdeg qilebshi gadatana da dakonserveba shesazdlebelia?


რა გითხრათ, არ ჭირდება დაკონსერვება. მე პირადად მაცივარში მთელი 3 თვე მედო ასეთ მდგომარეობაში. გრილ ადგილასაც შეგიძლიათ შეინახოთ.მტელი ამისი სიკეთე ისააა, დაკონსერვება რომ არ ჭირდება და ყველიც მშვენივრად ინახება.დაკონსერვების შესახებ კი არაფერი მსმენია. ფოკას მონასტრის ყველები იყო წარმოდგენილი შარშან ექსპოზე და იქ ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, ზეთში დიდი ხანი ძლებს ყველი და გემო რომ გაუგო, სწორედ 1-2 კვირის შემდეგ უნდა მიირთვაო. ისიც მითხრეს, რომ მთავარია ზეთმა ყველი დაფაროს და არ გაფუჭდება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული