გამოქვეყნებულია: 18 იანვარი, 2012 - 23:39
საჭირო მასალა: კრემისთვის - 200 გ სქელი ნაღები, 100 გ ნადუღი, 1-2 ს.კ. შაქრის პუდრა, 5 გ ვანილის შაქარი. ყავისთვის – 2 ჩ.კ. ყავა, 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი 1 ჩ.კ. შაქარი. 3-4 ცალი კივი.
მომზადება: ყავასა და შაქარს დავასხათ წყალი, მოვურიოთ და გავაციოთ. ნადუღი შაქრის პუდრასთან ერთად დავაბლენდეროთ ან საცერზე გავატაროთ და შემდეგ შევათქვიფოთ შაქრის პუდრა, ნელ-ნელა დავუმატოთ ცალკე გათქვეფილი ნაღები და 5 წუთით შევდგათ საყინულეში, რომ გამაგრდეს. გაციებული კრემი საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ფორმებში, შიგადაშიგ ჩავუმატოთ ყავა, ზემოდან კი დაჭრილი კივის ნაჭრები დავაწყოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი