ზურაბ თოფურიძე - 17 დეკემბერი, 2010 - 12:38
ბატონო სულიკო, გამიხარდა თქვენი ”ხმის გაგონება”. სიმკაცრე ამ შემთხევვევაში ძალიან კარგი გაგებით ვიგულისხმე, სიმკაცრე მეთოდისა და არა პიროვნებისა. სიმკაცრე კარგია, და ძალიან განსხვავდება სიჯიუტისაგან, სიჯიუტე არ მიგულისხმია თქვენს აზრთან მიმართებაში. თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირობები ძალინა კარგია და მკაცრია, და მე კიდევ დავამატებდი რამოდენიმეს. სწორედ ეს ვიგულისხმე, მკაცრმა პირობებმა უნდა დაიცვას უკვე მიღწეული წარმატებული კულტურული მემკვიდრეობა.
Zurab Topuidze - 17 დეკემბერი, 2010 - 12:23
ნამდვილად არ მესმის და ვერც ვერასოდეს ვერ გავიგებ როგორ უნდა მივცე 10000 ევრო ბოთლ ღვინოში, თუნდაც ბორდოსი, როცა აგერ საქართველოში თუ იქ აფრიკაში პურის ფული არა აქვს ბევრს და შიმშილით კვდება. ესეც ალბათ ისეთივე უკიდურესობაა როგორც საჭმელებისა თუ სამკაულებისადმი უზომო ლტოლვა. როდესაც ღვინო გადაიზრდება ასეთი ტიპის ლტოლვის საგნად, ის კარგგავს თავის საკრალურ არსს, საიდანაც არ უნდა იყოს წარმოშობით.
leli - 17 დეკემბერი, 2010 - 00:18
Chven megvineebs ae daschirdebat aseti mowodebis gaketeba,saqartveloshi isedac qartul gvinos mivirtmevt,
soliko - 16 დეკემბერი, 2010 - 22:28
batono zurab,dzalian kargi komentari iyo, magram sad dainaxet chemi simkacre? dzalian ar miyvars simkacre da gajiuteba da ubralod gamikvirda rom chemi mosazrebebi simkacred ariqvit.
მალხაზ ხარბედია - 16 დეკემბერი, 2010 - 19:48
დიახ, გაზეთსაც ვუშვებთ ღვინის კლუბი, 24 საათთან ერთად. ყოველკვირეული გაზეთია, გამოდის პარასკევობით, 8 გვერდიანი დამატებაა, დევს Weekend-ში. მაგ. ხვალ დილიდან ჯიხურებში იკითხეთ გაზეთი Weekend.
მალხაზ ხარბედია - 16 დეკემბერი, 2010 - 19:42
იქნებ ეს გამოგადგეთ. http://vinoge.com/Rvino-da-kerZi/ra-mivayoloT-qarTul-Rvinos-Rvinis-klubi...
ერთი თხოვნა მექნება ბატონო ზურაბ, იქნებ ქართული შრიფტით დაწეროთ ხოლმე კომენტარები, თუ დაყენებული არა გაყვთ უნიკოდი, convert.ge-ზე შეგიძლიათ გადაიყვანოთ ტექსტი.
Zurab Topuidze - 16 დეკემბერი, 2010 - 17:15
batono malxaz,
amas winaT dagvWirda gagverkvia Tu arsebobs raime gamokvleva, an nafiqri, imis Sesaxeb Tu romeli qarTuli kerZi romel qarTul RvinosTan midis? ver moviZieT. vifiqreT rom Rvinis adgilwarmoSoba albaT gansazRvravs amas dRes, e.i. kaxuri xaSlamaze, colikauri xaWapurze, Cxaveri Wadze da yvelze, da a.S., Tumca iqneb es sulac ara aris ase.
madlobeli viqnebi Tu dagvexmarebiT da gvirCevT ra gziT wavideT.
pativiscemiT
zurab TofuriZe
Zurab Topuidze - 16 დეკემბერი, 2010 - 16:41
მაგარია! როგორ მინდოდა მეც იგივე გამეკეტებინა! ვერ ვახერხებ, არ მცალია. ყოჩაღ "ღვინის კლუბი"!
ეს ცენტრი თან ყიდის ნეგებს?
Zurab Topuidze - 16 დეკემბერი, 2010 - 16:31
რას ნიშნავს საგაზეთო? გაზეთსაც უშვებთ?
Zurab Topuidze - 16 დეკემბერი, 2010 - 16:17
ნამდვილად კარგი თემაა, და რა თქმა უნდა დასფიქრებელი. არა მგონია საქართველოში ღვინის ინდუსტრია ადვოკატებად გამოდგეს იმათვის ვინც კლიმატური დათბობის შეჩერებას ემსახურება, ყველ შემთხვევაში ახლო მომავალში. სახელმწიფოს სხვა პრიორიტეტები გააჩნია, ხოლო მეღვინეობის სექტორს ბევრი ელემენარული რამ ვერ მოუგვარებია ჯერ კიდევ, არა თუ კლიმატთან ბრძოლა დაიწყოს.
თუმცა, მევენახეობის მომავალი პოტენციური ზონირების მიმართულებით ნამდვილად შეუძლია ხარჯი გაიღოს როგორც მეღვინეობის წინდახედულმა წარმომადგენლებმა, აგრეთვე სახელმწიფომ და აგრეთვე სხვა დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც უყვარს ქვეყანა, ვაზი და ღვინო. საქართველოში ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს შედარებით ზოგ სხვა ქვეყანასთან, რადგან გვაქვს შესაძლებლობა გადავაადგილდეთ მთისკენ და ავწიოთ მევენახეობის ზონა რამოდენიმე ასეული მეტრით ზევით ზღვის დონიდან. რა თქმა უნდა ეს უზარმაზარ მეცნიერულ ცოდნას საჭიროებს ბევრ დარგში, მაგრამ თუ კი ასეთი პოტენცია არსებობს, რატომ არ დავიწყოთ ფიქრი ამაზაე ეხლავე. მე მაგალითად გავაშენე ერთერთი ჯიში დაახლოებით 200-300 მეტრით მაღლა ვიდრე მევენახეობის ტრადიციული ზონაა, ვნახოთ რას მომცემს.