Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

ზურაბ თოფურიძე - 21 დეკემბერი, 2010 - 22:09

გმადლობთ მოხსენიებისთვის! გურიაში ყოფილხართ, ეხლა წავიკითხე ეს სტატია. ეს ალბათ ის ვიზიტია, მე რომ დამირეკეთ და შემდეგ ვერ მობრძანდით. გაზაფხულისთვის ალბათ დავამთავრებ მარანს, და ჩამობრძანდით თუ სურვილი გექნებათ.
ნენე - 20 დეკემბერი, 2010 - 22:59

ძალიან საინტერესოა ადგილწარმოების განსაზღვრა და კანონის ფარგლებში მკაცრად დაცული კრიტერიუმით მიდგომა... სამწუხაროდ ძველი, სოფლებში დადგენილი სავენახე ადგილები და მათი ტოპონიმები იკარგება... მაგალითად, რაჭაში იტყოდნენ, რომ ხვანჭკარაზე არანაკლებ კარგი ღვინო დგებოდა ჩორჯოში, ბარეულში, ბუგეულში და სხვაგან... მიუხედავად იმისა ,რომ ბარეული ხვანჭკარის მოპირდაპირე ჩრდილოეთის კალთებზეა შეფენილი, იქ იყო სავენახეები სამხრეთის ექსპოზიციით და კერძოდ, ცნობილი წინწკილის ვენახები. დღეს ეს სოფელი თითქმის აღარ არსებობს, აღარ არსებობს წინწკილის, ნაკუთნევის, ბლაშეს, ფონის ვენახები-დარჩა მხოლოდ ხსოვნა მათი განსაკუთრებულობის შესახებ... ნუთუ ოდესმე ეს ადგილები ისევ დაიბრუნებენ ძველ სახელს და დარეგისტრირდებიან , როგორც ორიგინალური და განუმეორებელი სავენახე ადგილები? იქნებ , სწორედ ადგილების უნიკალურობის დასტურმა და დაკანონებამ უბიძგოს ადამიანს ძველი მემკვიდრეობის აღორძინებისთვის... იქნება...
ზურაბ თოფურიძე - 20 დეკემბერი, 2010 - 19:16

მარტო გურიაში და სამეგრელოში 100ზე მეტი წითელი ყურძნის ჯიში ყოფილა ცნობილი, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით. დასავლეთ საქართველოს ჯიშების აღდგენა-რეაბილიტაცია ნელა მაგრამ მაინც მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ ტოლს არ დაუდებენ კახურ ჯიშებს თუკი ეღირსათ ზუსტად მისაღებ მიკროკლიმატში აღდგენა/ჩამოყალიბება. თუ მოხვდით დასავლეთში, შემოიარეთ საყვავის ტყეში. მდებარეობს ჩოხატაურის რაიონში, სუფსის ხეობის სამხრეთ კალთებზე, სოფ. ბუკისციხეს, დაბლაციხეს და საჭამიასერს შორის. ერთერთი მეტად გავრცელებული ვერსიით ეს რეგიონი, სუფსისა და ხევისწყლის ხეობები, ჩხავერის, სხილათუბნის და ჯანის სამშობლოდ არის მიჩნეული.
მალხაზ ხარბედია - 20 დეკემბერი, 2010 - 17:16

სიამოვნებით ვასრულებ თქვენს თხოვნას. უკვე გადაღებული ფოტოს დადებას რა უდგას წინ :)
Tamaz - 20 დეკემბერი, 2010 - 16:01

გმადლობ მალხაზ, თუ შეიძლება, რომ ზემოთ ნახსენები წუნდის ორნამენტი აქაც დაიდოს? როგორც ჩანს, გაზეთის შესახებ ყველას არ სცოდნია.
ზაალი - 20 დეკემბერი, 2010 - 13:31

ამ სტატიიდან გამომდინარე კითხვა გამიჩნდა: იქიდან გამომდინარე, რომ ტემპერატურამ ჩვენს პლანეტაზე მოიმატა,ხომ არ არის დრო, კახელებმა ვენახის ხეზე გაშვებაზე დაიწყონ ფიქრი.ვენახის ზედმეტი მზისგან დაცვის მიზნით?
მალხაზ ხარბედია - 19 დეკემბერი, 2010 - 00:22

მადლობა მითითებისთვის. ლინკები გავასწორე. ინგლისური ტექსტის გადაყვანა შეგიძლიათ საიტზე convert.ge. ვწეროთ ქართულად ;)


zurab topuridze - 18 დეკემბერი, 2010 - 22:24

saitis administracias vtxov - ver chamovtvirte, madlobeli viknebi tu sheastsorebt. tu fasiania, gtxovt shematyobinot. gmadlobt. bodishs vixdi isev latinuri shriptit tseristvis, male gamovastsoreb.
zurab topuridze - 17 დეკემბერი, 2010 - 23:03

esec gamogiqveynebiat, dzalian kargia.
ზურაბ თოფურიძე - 17 დეკემბერი, 2010 - 16:35

ბატონო მალხაზ, გმადლობთ ამ სტატიისთვის, ძალიან კარგად და გასაგებად არის დახასიათებული ძირითადი მიმართულებები. რამოდენიმე მომენტმა გამაკვირვა კიდეც, მაგალითად ყოველთვის მიმაჩნდა რომ მაღალი სიმჟავის კერძთან, ვთქვათ ფორთოხლით მომზადებულ კერძთან, გამოხატული სიმჟავის მქონე ღვინო არ უნდა დამელია, ყოველთვის საშუალო სიმჟავისას ვარჩევდი ხოლმე, ევროპულს. აგრეთვე, კახური ტიპის ღვინო თუ უხდებოდა ინდაურის საცივს არ ვიცოდი, გავსინჯავ აუცილებლად ამ ახალ წელს. როგორც სტატიიდან ჩანს, ალბათ არც არსებობს უფრო დეტალური და ღრმა გამოკვლევა ქართულ სინამდვილეში ამ მიმართულებით. თუმცა, ”ჩემი მარანის” რუბრიკაში ჩამოთვლილი ქართული ღვინოების მოკლე აღწერებში არსებობს დეტალური რჩევები კერძებთან დაკავშირებით თითოეული ღვინისთვის. ეს როგორ ხდება? ამის სკოლა არსებობს სადმე თუ თქვენს მიერ ზემოთაღწერილი ძირითადი სქემებით სარგებლობენ? თუ უბრალოდ PR-ია? ძალიან დიდი სურვილი მაქვს უფრო დეტალური ცოდნა შევიძინო ამ მიმართულებით.
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული