აბსენტში რამდენიმე ძირითადი შემადგენელი მცენარეა, “აბზინდა” (Artemisia absinthium), “მცირე აბზინდა”, ანუ ტარხუნისებრი აბზინდა (Artemisia pontica, იგივე Roman wormwood), “ბარამბო” (melissa, ჩვენში ცნობილია რუსული სახელითაც, лимонная мята) და “უსუპი” (hyssopus). გარდა ამისა აბსენტს ემატება “ანისული” (ესპანური), რომელიც ხვედრითი წილის მიხედვით, უმთავრესი ინგრედიენტია, რადგან მას ყველაზე დიდი რაოდენობით იყენებენ სასმელში (თუმცა მის ხასიათს, რა თქმა უნდა აბზინდა აყალიბებს, დაახლოებით ისე, როგორც ღვინო წინანდლის ხასიათს, მის სიხალასეს 15-20% კახური მწვანე ქმნის და არა რქაწითელი). ასევე გამოიყენება გამომშრალი და კარგად დაფქვილი “დიდი კამა” (Foeniculum vulgare), ესპანური ლერწამი (Calamus rotang) და “ბაღის პიტნა” (Mentha piperita). “ბაღის პიტნა” და “ესპანური ლერწამი” მხოლოდ ზოგიერთ რეცეპტში გამოიყენება და არა ყოველთვის, როგორც “ანისული”, “აბზინდა”, “დიდი კამა”, “ბარამბო” და სხვ.
გამოხდაც გაინტერესებს? :))